„ფეისბუქში“ ინტერნეტმომხმარებელმა ალექსანდრე კიკავამ ბათუმში გადაღებული ფოტო გაავრცელა. რუსულნომრიანი მანქანის საქარე მინაზე ბათუმის მოქალაქეებმა პრეზერვატივი და წერილი დატოვეს.
"ძვირფასო სტუმარო,
თუ თქვენს მანქანას არ მოხსნით სარკიდან ამ ბაფთას, რომელიც რუსული იმპერიალიზმის და შოვინიზმის სიმბოლოა, შემდეგში, საქარე მინაზე პრეზერვატივის მაგივრად აგურს ნახავთ.
ტვინი გაანძრიე და დაფიქრდი, სად იმყოფები", -წერია ფოტოზე.
ინტერნეტმომხმარებელმა აღნიშნული მანქანის კიდევ ერთი ფოტოც გაავრცელა, რომელზეც ის ფეისბუქში წერს:
"სტუმარი გონიერი აღმოჩნდა და ბაფთა მოხსნა. მანქანაში ხატების რაოდენობა და სარკეზე ჩამოკიდებული ჯვარი მიანიშნებს, რომ ის ეთნიკურად ქართველია, რაც ორმაგად საწყენია."
ცნობისთვის, ეგრეთ წოდებული გეორგიევსკის შავ-ნარინჯისფერ ზოლიანი ბაფთა რუსეთის იმპერიალისტური პროპაგანდის, ოკუპაციის სიმბოლოა და ბოლო თვეების განმავლობაში, ამ სიმბოლიკით რუსული სანომრენიშნიანი მანქანები შეინიშნება.

მასალის გამოყენების პირობები






