„მთელ რიგ ინტელექტუალურად თავმომწონე ადამიანებს მართლა არ ესმით (ან ჯიუტად არ უნდა გაიგონ), რატომ ეწინააღმდეგება ქართული ხელისუფლების მოქმედება ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს“ - ამბობს გია ნოდია და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.
გია ნოდია:„ადამიანის გონება ძალიან მაგარი მექანიზმია: ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობს გამოსავალს. ახლაც მაგალითად, არა მხოლოდ პატენტიანი ქოცები, არამედ ქოცობის მოთაკილე „შუაშისტები“ გვეუბნებიან, რომ ცალკეული პიროვნებების (მაგალითად, ბილდტის) „დაცაცხანებასთან“ გვაქვს საქმე.
არა, რეალობა ისაა, რომ დასავლური დემოკრატიები პრაქტიკულად ერთხმად გმობენ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, თუმცა, გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, ამას ისე მკვეთრად არ აკეთებენ, რადგან არ უნდათ, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ბანაკში ღიად და საბოლოოდ გადაბარგებისკენ უბიძგონ (როგორც იანუკოვიჩი გადაბარგდა რუსეთის ბანაკში ტიმოშენკოს დაპატიმრებისთვის კრიტიკის ფონზე).
ჩვენი პრობლემა კი არა მხოლოდ ისაა, რომ პოლიტიკურად ბიძინისტანში აღმოვჩნდით, არამედ ისიც, რომ მთელ რიგ ინტელექტუალურად თავმომწონე ადამიანებს მართლა არ ესმით (ან ჯიუტად არ უნდა გაიგონ), რატომ ეწინააღმდეგება ქართული ხელისუფლების მოქმედება ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს (და არა კარლ ბილდტის პირად მოსაზრებებს). მიშას სიძულვილი არაა პრობლემა, ამ სიძულვილით გონების დაბნელებაა პრობლემა.
ტრ - ში ვართ (ვისაში, არ დავაზუსტებ). რა კარგია, რომ აქ დემოკრატიული გზით მოვხვდით“.
მასალის გამოყენების პირობები






