საქართველოში მოწვეული მასაჟისტი დოროთი შტეინი, ე.წ. „დოქტორ დოტი“, მიხეილ სააკაშვილსადმი გაწეული შესაბამისი მომსახურება, გაფლანგული 8 837 461 ლარი და პროკურატურის ბრალი ექსპრეზიდენტს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექსპრეზიდენსტს ბრალი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის გამო წაუყენა. ეს კი დღეს ყველაზე აქტუალურ თემად იქცა. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელშიც უამრავი გამოეხმაურა, მათ შორის მანჩო გიორგობიანიც, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.
მანჩო გიორგობიანი: „სააკაშვილი საბრალდებო სკამზე ! დანაშაულებრივი რეჟიმი უნდა გასამართლდეს“! ..
„დეტროიტის მერს 28 წელი მიუსაჯეს ერთი-ორი სასტუმროსთვის და რესტორნებისთვის...
საბერძნეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრს 20 წელი... ცოლიც მიაყოლეს 8 წლით...
გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი საბრალდებო სკამზე...
78 წლის ბერლუსკონისაც კი მიუსაჯეს შრომა -გასწორებითი სამუშაოები..
ამიტომ ამერიკელმა და ევროპელმა ლობისტებმა ნა სვოი ნოს პასმატრიწე“!..
მასალის გამოყენების პირობები






