ანონიმური მოძრაობა საქართველოში მოქმედი პრორუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოდის. მოქალაქეთა ჯგუფმა თბილისში “ევრაზიის ინსტიტუტისა” და “ერეკლე მეორეს საზოგადოების” გარე ფასადებზე გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება გადაწყვიტეს.
აქციის ავტორების თქმით, საქართველოში არნახულად გააქტიურდნენ პრო-რუსული ორგანიზაციები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს რუსული პოლიტიკის გატარებას და საქართველოს დამოუკიდებლობას უქმნიან საფრთხეს. ამიტომ, 2014 წლის 13 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან ზუსტად 6 წლის შემდეგ, მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა ორი ასეთი პრო-რუსული ორგანიზაციის, “ევრაზიის ინსტიტუტისა” და “ერეკლე მეორეს საზოგადოების” ოფისების გარე ფასადებთან და მიმდებარე ტერიტორიებზე გამვლელთათვის გამაფრთხილებელი ნიშნების დატოვება, რაც საშუალებას მისცემს თითოეულ მოქალაქეს იცოდეს სად აქვთ ასეთ პრო-რუსულ ორგანიზაციებს ბინა დადებული.
კედლებზე გაკრულ ფოტოებზე დატანილია:
1) საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძის
2) ისტორიაში სამშობლოს მოღალატედ მიჩნეული სერგო ორჯონიკიძის
3) ტუალეტის ქაღალდზე დატანილი გეორგიევსკის ლენტის და
4) რუსი დამპყრობლების მიერ ქართულ სოფლებში რუსული დროშით გადაღებული ფოტო
ფოტოებზე ასევე მოჩანს საღებავით დახატულია შემდეგი შინაარსის ტექსტი: “ფრთხილად, ამ შენობაში საქართველოს მოღალატეა”.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






