ყველასათვის ცნობილ ფოტომოდელსა და ტელეწამყვანს შორენა ბეგაშვილს პირველი, უიღბლო ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს - ევა ბარბაქაძე. გოგონა დედის მესაიდუმლეა, შორენას თქმით, ევა ის ერთადერთი ადამიანია, ვინც მის ცხოვრებაში მუდმივად რჩება და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.
ევა ჯერ სკოლის მოსწავლეა და მისი ძირითადი საქმიანობა სწავლაა. გოგონას კარგი ურთიერთობა აქვს მამასთანაც.
შორენა ყოველთვის განსაკუთრებულად განიცდის, როდესაც მისი ქალიშვილი ჭორების მსხვერპლი ხდება. ყვითელი პრესა ხომ მუდამ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებზე ნადირობს. ევა ნელ-ნელა იზრდება და ლამაზდება. "შორენა ბეგაშვილს გოგო მოესწრო"-წერენ ჟურნალ-გაზეთებში. მსახიობს შვილი გადაღებებზეც ხშირად დაჰყავს, უნდა თავის თვალით ნახოს გოგონამ ყველაფერი, რათა უსაფუძვლო ჭორებზე აღარ ინერვიულოს.
სულ ცოტა ხნის წინ ევა ბარბაქაძემ სოციალურ ქსელში თამამი ფოტოები გაავრცელა, რომლებზეც ის ნახევრადშიშველია.
დამთვალიერებლების შეფასებით - ევა შორენას სილამაზით არ ჩამორჩება.
წყარო: full-fun.com

მასალის გამოყენების პირობები






