ოთარ დანელიამ მედიასთან ატმისა და ვაშლატამას რეალიზაციის საკითხებზე ისაუბრა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:14, 13 Aug, 2014     1976
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ საქართველოს მთავრობის ინიცირებული პროექტის ,,საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ მიმდინარე პროექტებისა და უახლოესი გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ატმისა და ვაშლატამას რეალიზაციის საკითხებზე. 10 აგვისტოს მონაცემებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელმა 4265,4 ტონა შეადგინა, რაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ მეტია. ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის 48% (2,057.4 ტონა) რუსეთში განხორციელდა; მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი - 32% (1,349.2 ტონა); შემდეგ ყაზახეთი (14%), უკრაინა (3%), სომხეთი (3%).

მნიშვნელოვანია, რომ წელს ქართული ხილისთვის რუსული ბაზარი გახსნილია და გლეხებს რეალიზაციის პრობლემა აღარ აქვთ. შექმნილია სპეციალური შტაბები და ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება ყველა ის პროცედურა, რაც ხილის ექსპორტს უკავშირდება.

მედიისწარმომადგენლებთან შეხვედრაზე ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების აუცილებელ პირობებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სწორი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებით ჩვენი გლეხები, ფერმერები და მეწარმეები შეძლებენ მყარად დადგნენ ფეხზე და უპასუხონ იმ ეკონომიკურ გამოწვევებს რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას - აწარმოონ ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა, კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელიც მყარად დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. აღნიშნული ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, გარკვეული სტანდარტებისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე 28 ქვეყანას და 500 მლნ-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.

ოთარ დანელიამ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით გაწეული სამუშაოების შესახებ ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდაზე და მოახლოებული რთველის წარმატებით ჩატარების აუცილებლობაზე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარგის განვითარებისთვის სისტემური ცვლილებების განხორციელება ყველა მიმართულებით დაწყებულია. მნიშვნელოვნად გაძლიერდასაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით ახორციელებს სხვადასხვა სახის კვლევებს. აქტიურად გრძელდება სამელიორაციო და სადრენაჟე სისტემების აღდგენა მოწესრიგება. წლის ბოლოსთვის 100 000 ჰა-მდე ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი, ხოლო დაშრება 30 000 ჰა-მდე ფართობი.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნისა და საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოთარ დანელიამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების მიმდინარეობაზე მედიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42