„ქალაქი კი არა ნამდვილი „ფსიხუშკაა" - უამრავი ადამიანის სათქმელი პაატა ქურდაძის სტატუსში „ფეისბუქზე“
საზოგადოება - 12:14, 13 Aug, 2014     7353

გნების კითხვას გადაჩვეულებს „ნიუპოსტი“ ტვინის გასავარჯიშებლად, რეალობის უკეთ აღსაქმელად და ამასთანავე სიამოვნების მისაღებად უებარ საშუალებას სთავაზობს. ეს სოციალურ ქსელში განთავსებული მწერალისა და პუბლიცისტის პაატა ქურდაძის სტატუსებია. იმდენად სხარტი, მოქნილი და ჭკუის სასწავლებელი რომ დანაშაული იქნება ჩემი მხრიდან გვერდის ავლა. ამჯერად პაატა ქალაქში ხმაურის მავნე გავლენასა და თბილისი -„ფსიხუშკას“ ნაკლოვანებებს ოსტატურად აღწერს და ამით უამრავთა სათქმელს ამბობს.



პაატა ქურდაძის სტატუსი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე

ძალიან მაინტერესებს, ამ ქალაქში ოდესმე ვინმეს თუ უფიქრია ხმაური მავნე გავლენის შესახებ ადამიანის ნერვიულ სისტემაზე და შესაბამისად ჯანმრთელობაზე? ხმაურის რაიმე ნორმები და შეზღუდვები თუ არსებობს? ან თუ არსებობს რა სანქციებია გათვალისწინებული მათ დარღვევაზე?
ყველაზე აუტანელი რა თქმა უნდა არის ავტომობილების სიგნალები: ჩემი აზრით საშუალო ქართველი მძღოლი დაახლოვებით ყოველ 30 წამში ერთხელ აჭერს ხელს თავის სიგნალს და სრული იდიოტის, ან თუ გნებავთ "დასიგნალებულის" შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც ვერ ხვდება რომ "პიპინი" გასართობი საშუალება კი არა ექსტრემალურ სიტუაციაში ბოლო გამოსავალია.ამხელა ქვეყანაში სიგნალის ამკრძალავი ერთად ერთი საავტომობილო ნიშანი ვარძიაში ვნახე - ქვის შლას და ცვენას იწვევს და იმიტომ... ადამიანის ტვინს რას უზამს ამაზე თუ დაფიქდება ის უწყება ვისაც ხმაურის რეგულაციები ეხება ზალიან კარგი იქნება - იმედი მაქვს ამ მარტივ კითხვაზე დასაფიქრებლად საჭირო ტვინის რაოდენობა გააჩნიათ:(

ასევე აუტანელია პატრულის ლაზღანდარობა მიკროფონში. ყველას გინახავთ - მაშინაც კი როდესაც 'მიმართვის" ობიექტი სულ რაღაც ორ მეტრშია, პატრული მას მაინც მიკროფონით და ასვატიანი გამაძლიერებელის საშუალებით მიმართავს - დროს რა თქმა უნდა არ აქვს მნიშვნელობა, პატრული ალბათ სამართლიანობად თვლის, რომ რადგან თვითონ არ ძინავს ღამის სამ საათზე, არც სხვამ უნდა დაიძინოს... მას სრულიად არ აწუხებს, რომ ვინმე ავადმყოფს, ბავშვს ან უბრალოდ ზალიან დაღლილ ადამიანს შეიძლება ძილი დაუფრთხოს მისმა გაუთავებელმა ღრიალმა მიკროფონში: "ოპელი გაიყვანე მანქანა, იმოძრავე, ოპელი იმოძრავე!!!!" ... გეგონება მიკროფონის გარეშე რომ უთხრას "ოპელი" ვერ გაიგონებს, გეგონება მთელმა ქალაქმა აუცილებლად უნდა იცოდეს რომ ამ უბადრუკმა ოპელმა აუციებლად უნდა იმოძრაოს!!! ყოვლად აუტანელი მოსასმენია უნიფორმიანი სახელმწიფო მოხელეების გაუთავებელი ღრიალი ქალაქის ქუჩებში, რომელიც როგორც ჩანს საკუთარ ლიმუზინებში მთვლემარე ქართველ ნეტარ ჩინოვნიკებს დედაპოლიციის ნანასავით ჩაესმის :(:(
ამ ზაფხულს კიდევ ბევრი ახალი "ხმაურები" აღმოვაჩინე, მაგალითად ფეიერვერკების, ღამე შენს ღია ფანჯარასთან გაჩერებული ავტომობილის ბოლომდე აწეული ელექტრონული მუსიკისგუგუნი და გოგოების აბსოლუტურად იდიოტური კისკისი... ვიღაც ტიპის, რომელიც მეგაფონით ყვირის ყოველ დილით - ჯართი!!! ჯართს ვიბარებ! ვიბარებ ჯართს! გაზის კალონკებს! მაცივრებს!... ჯართს ვიბარებ .. და ა.შ... მაგრამ ყველაზე დიდი სიახლე მაინც ახლადგამოჩეკილი ქართველი ბაიკერები არიან - რომლებსაც როგორც ჩანს "მაყუჩი" ანუ "შოფრულად"რომ ვთქვათ "გლუშიტელები" ნორმიდან გადაკეთებული აქვთ მოტორის სიმძლავრის მომატების მიზნით და ყოველ ღამე ასე თორმეტიდან პირველამდე რუსთაველზე ისეთი გუგუნით არტყამენ წრეებს რეაქტიული თვითმფრინავების შემოსევა გეგონებათ... პატრულს ცხადია ეს არ აწუხებს, მოკლედ ქალაქი კი არა ნამდვილი "ფსიხუშკაა" ... შემდეგ ჩამოსვლაზე ყურებში სილიკონის საცობებით უნდა ჩამოვიდე თორემ ნამდვილად სამკურნალო გავხდები:)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42