ვარშავაში აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო
საზოგადოება - 10:24, 13 Aug, 2014     962

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და პოლონეთში საქართველოს სათვისტომოს ორგანიზებით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო. ღონისძიების ინიციატორი პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე იყო, მხარდამჭერები - თავდაცვის სამინისტრო და საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „კვირა".

გამოფენაზე, რომელიც საქართველოს საელჩოში გაიმართა, წარმოდგენილი იყო ქართველი ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძის თემატური ნამუშევრები, რომლებზეც ასახულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებული აგრესიის ამსახველი კადრები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქ. ვარშავაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, პოლონეთში ქართული დიასპორის, ასევე, ქართული და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ქეთევან ესიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანი მიროტაძემ, პოლონეთში საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარემ ეკატერინე ლოლაძემ. ღონისძიებაზე საქართველოს მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა ცნობილი პოლონელი მსახიობი, კატაჟინა პაკოშინსკა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42