„ჩვენ ვთვლით რომ პროცესი არ მიმდინარეობს გამჭვირვალედ და საჯაროდ“- აცხადებს პროდიუსერი თამაზ ორაშვილი. ის „ქართული ფილმის“ ერთ-ერთი აქციონერია. ასე რომ გაურკვევლობა „ქართულ ფილმში“ ისევ გრძელდება. აქციონერები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ და თანადგომას ამჯერად კულტურის ახალი მინისტრისგან ელიან. იმედი აქვთ, რომ პროცესი უკვე საჯაროდ წარიმართება.
თამაზ ორაშვილი: „როგორც მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №1102 განკარგულების თანახმად, შეიქმნა ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია. რომლის მიმართაც ჩვენი მოთხოვნა ამგვარია:
1,ქართული კინოს სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება;
2,ქართული კინოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე კონკრეტული წინადადებების შემუშავება;
3,შპს „ქართული კინოს განვითარების ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირების მიზნით წინადადებების შემუშავება.
ჩვენ ვთვლით რომ პროცესი არ მიმდინარეობს გამჭვირვალედ და საჯაროდ...
ინფორმაცია კომისიის მუშაობის თაობაზე შემოიფარგლება მწირი ინფორმაციით მაგალითად კულტურის სამინისტროს საიტზე დადებული ინფორმაცია არის ასეთი: ქართული კინოს განვითარების კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა 23/07/2014 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა კინემატოგრაფისტებთან.
ჩვენ კი გვაინტერესებს თითოეული კინემატოგრაფისტის წარდგენილი პროექტი ან მოსაზრება. ჩვენი მოთხოვნაა შეიქმნას საჯარო სივრცე სადაც თითოეული პროექტის წარდგინებას დაესწრებიან კინემატოგრაფისტის წარმომადგენლები და ყოველი პროექტი განიხილება საჯაროდ... ამას თუ გინდ კონფერენცია დაარქვან და თუ გინდ კინემატოგრაფისტების ყრილობა“....
მასალის გამოყენების პირობები






