სვანეთის დამნახინჯებული იერსახით აღშფოთებული კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში მწვავე პოსტს აქვეყნებს. „ქვეყანას პატრონი აღარ ყავს?!“ კითხულობს ყოფილი მინისტრი და ძველ დროს იხსენებს.
კობა სუბელიანი: „მესტიაში ახალი მუზეუმი რომ ავაშენეთ , იქ დაცული ექსპონანტები დროებით კონდიცირებულ კონტეინერებში განვათავსეთ ტექნოლოგიური სტანდარტების ზედმიწევნით დაცვით და რა ამბავი მოგვიწყეს გეხსომებათ. ახლა ყველა ჩუმადაა . ბაგრატზე აღარაფერს ვამბობ“!
ქვეყანას პატრონი აღარ ყავს, ამას ვინ გაბედავდა ჩვენ დროს!
რამ დაგაშინათ ავთენტიკოსები ? რას დადუმებულხართ ?
ჩვენ გამოგონილ მიზეზებზე რაებს გვიწყობდით და ახლა რატომ ხართ ჩუმად ? ოდიშარია წასულია უკვე და წასულებზე არაფერს ამბობენ მაგრამ ბერიკაშვილი ხომ ისევ კულტურის მინისტრის მოადგილეა ?
კობა სუბელიანის განცხადებას უამრავი გამოეხმაურა: „ სად არის კულტურის სამინისტრო, სვანეთის ადგილობრივი ხელ-ბა, ჟურნალისტები, უბრალოდ ყველა ჩუმად რატომ არის?!......ან სვანეთში უფლებას ვინ გასცემს მშენებლობებზე“?! - კითხულობენ ფოტოებით გაოცებულები.


მასალის გამოყენების პირობები






