„ILIAUNI - ყველანაირი იმედი გამიცრუე!
ესეც მაღალი ლიბერალური ფასეულობები.
იმ ღია წერილის გამო, რომელიც სამართლის სკოლის სტუდენტთა ინტერესების დაცვის მიზნით სოციალურ ქსელში გავავრცელე (სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება) გამაგდეს უნივერსიტეტიდან
უნივერსიტეტიდან, სადაც ვიმუშავე 5 წელი ყოველდღე დილიდან შუაღამემდე. და ფაკულტეტიდან, რომელიც ჩემი ხელებით ავაშენე...
ცხოვრების ირონია ამას ჰქვია...
შემიწყვიტეს კონტრაქტი, რომელიც 2018 წლამდე მქონდა“...
ეს განცხადება „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ილიაუნის უკვე ყოფილმა დეკანმა გიორგი თუმანიშვილმა განათავსა. რამდენიმე თვის წინ ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანმა სტუდენტებთან დაკავშირებით რექტორ გიგა ზედანიას ღია წერილით მიმართა. როგორც სოციალურ ქსელში ვარაუდობენ გიორგი თუმანიშვილის ანუ „ურჩი დეკანის“ უნივერსიტეტიდან „გარიცხვა“ სწორედ ამ ღია წერილს უკავშირდება.
გიორგი თუმანიშვილის უნივერსიტეტიდან გათავისუფლებას სოციალურ ქსელში სტუდენტთა კომენტარები მოჰყვა:
კომენტარები სოციალურ ქსელში
„ILIAUNI სირცხვილია“!!!
„ახლა აი ამ დოკუმენტს ვუყურებ და არ მჯერა,ჯერ კიდევ შოკში ვარ! რომ არა შენ ეს ფაკულტეტი საერთოდ არ იქნებოდა,რა უბედურებაააა “
„გიორგიმ მართლაც ბევრი რამე გააკეთა ილიას უნივერსიტეტისთვის“
„შოკია, არ არსებობს, ვინც მართლა ფეხზე დააყენა ილიაუნის სამართლის სკოლა. არ მჯერა და აღარც მიღირს უკვე მანდ მოსვლა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მაგისტრს მანდ აღარ გავაგრძელებ!!!
ავტორი: დეა თავბერიძე
მასალის გამოყენების პირობები






