ოლეგ მელნიკოვის აღიარებითი ჩვენების შემდეგ სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრები თაკო სალაყაიას და მისი მეგობრის თათია მაისურაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
გირგვლიანის მამისა და ბიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ჩვენება იძლევა საფუძველს, ბრალი დაუმძიმდეთ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ყოფილ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს.
„გამოიკვეთა თაკო სალაყაიას და თათია მაისურაძის პასუხისმგებლობის საკითხი და ვფიქრობ, რომ აუცილებელია მათი პასუხისგებაში მიცემა. ამასთან, კიდევ ერთხელ დადასტურდა მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და დანარჩენი მაღალჩინოსნების ბრალეულობა. სააკაშვილს უნდა დაუმძიმდეს ბრალი. გარდა ამისა, აუცილებელია სანოძის, დონაძის და კიდევ რამდენიმე პირის დაკითხვა“, - განაცხადა გირგვლიანის ბიძამ გოგი ენუქიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






