მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ამოქმედებასთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი’’ თბილისის მერიის ახალ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული ზომების გამკაცრებას იწყებს.
ამ თემასთან დაკავშირებით კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძე სპეციალური ბრიფინგი გამართა.
მოგახსენებთ, რომ კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი'' სეზონის დადგომასთან ერთად ყოველწლიურად საკუთარი სახსრებით არემონტებს კონდიცირების სისტემას ყველა მიკროავტობუსში. (ყოველდღიურად ხაზზე მოძრაობს 1700 მიკროავტობუსი);
თუმცა მძღოლები უარს ამბობენ კონდიცირების სისტემის ჩართვაზე, ვინაიდან აღნიშნული დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, კერძოდ მძღოლს უწევს დამატებითი 20 ლარის დახარჯვა საწვავზე.
მიუხედავად, იმისა რომ კომპანია მძღოლებს მგზავრთნაკადის შემცირების გამო უწესებს საზაფხულო მოსაკრებელს, ანუ უმცირებს გადასახადს, მძღოლები კონდიცირებას მაინც არ რთავენ.
გასულ წელს კომპანიამ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით საზოგადოებას მოუწოდა აქტიურობისკენ და ყველა მიკროავტობუსში გამოაკრა ცხელი ხაზის ნომერი 2 200 340, ვინაიდან დარღვევის შემთხვევაში მგზავრს დაერეკა კომპანიის ცხელ ხაზზე და დაეფიქსირებინა შეტყობინება. ამგვარად შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ხდებოდა მოკვლევა და დამნაშვაე მძღოლის მიმართ წესდებოდა ადმინისტრაციული ზომები.
კერძოდ, პირველ შემთხვევაში გაფრთხილება, მეორე შემთხვევაში ხაზიდან მოხსნა ორი კვირის განმავლობაში, მესამე შემთხვევაში მძღოლს უუქმდებოდა კონტრაქტი კომპანიასთან. ეს ზომები მოქმედებს დღემდე.
თუმცა, სამწუხაროს აღნიშნულმა სანქციებმა ბოლომდე შედეგი ვერ გამოიღო და დღემდე კომპანიაში შემოდის ძაილან ბევრი საჩივარი მიკროავტობუსში კონდიცირების გამორთვასთან დაკავშირებით.
სწორედ ამიტომ, კომპანიამ ქალაქის ახალ ხელძღვანელობასთან კონსულტაციების შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება გაამკაცროს ზედამხედველობა და კიდევ უფრო ეფექტურად გაატაროს ადმინისტრაციული სანქციები.
ამასთანავე, ქალაქში იმოძრავეს მობილური ჯგუფები, რომელბიც დააკვირდებიან მიკროავტობუსში კონდიცირების სისტემის მუშაობას და იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენენ დარღვევას, მძღოლის მიმართ გამკაცრებული სანქციები ადგილზევე გატარდება.
მასალის გამოყენების პირობები






