დავით შავლიაშვილმა ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალური ნაგავსაყრელები მოინახულა
საზოგადოება - 14:39, 12 Aug, 2014     1505
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა და სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული კომპანიების მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, მინისტრმა და შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალური ნაგავსაყრელები მოინახულეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში მდებარე მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთლმოწყობის პროექტის ფარგლებში, შემოიღობა ტერიტორია, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი რენდერი და ამკრძალავი ნიშანი. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი და 60-ტონიანი სამანქანე სასწორი. მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული და განხორციელდა ტერიტორიის ელექტროფიცირება.

გარდა ამისა, პოლიგონზე განთავსდა თიხოვანი გრუნტის მარაგი, რომლითაც შემდგომში შეტანილი მყარი ნარჩენები გადაიფარება. გადანაყრები და საიზოლაციო ფენა, ბულდოზერის მეშვეობით, პერმანენტულად შემკვრივდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მოწყობის შედეგად, საყოფაცხოვრებო ნარჩენები ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით, უსაფრთხოდ განთავსდება. მისი შემდგომი ექსპლუატაცია კი ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების პრევენციას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, ასევე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, ზაზა მეფარიშვილთან და ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან ერთად, იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა. პოლიგონი ქუთაისი-გეგუთის მაგისტრალზე, ნიკეას ქუჩის მიმდებარედ, 150962 კვ/მ- ფართობზეა განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით დაწყებულია ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტების შერჩევა, რომლებიც ნაგავსაყრელის პროექტსა და დიზაინს შეიმუშავებენ. ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა 2014-2017 წწ განხორციელდება, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ქუთაისში დღეს მოქმედი ნაგავსაყრელი დაიხურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42