თემურ ჩხეიძე: „შეუძლებელია რუსეთის პოლიტიკა მომწონდეს“
საზოგადოება - 13:17, 12 Aug, 2014     2741

„შეიძლება ეს იყო ის ბოლო წვეთი რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა აქ დაბრუნება“ - ამბობს თემურ ჩხეიძე და ბევრ საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადრებას და „კარგად დაფიქრებას“ გვირჩევს. ადამიანობა, ქართველობა, ხელისუფლება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა - ეს ის თემებია, რომელსაც ამ ინტერვიუში ამოიკითხავთ.

ქართველი რეჟისორი საქართველოში შარშან დაბრუნდა, ოქტომბრიდან კი სამეფო უბნის თეატრში მისი სახელოსნო იწყებს მუშაობას.

-როგორ ფიქრობთ დროსთან ერტად თეატრის დანიშნულება იცვლება?

-იცვლება ფორმები, ესთეტიკა, მაგრამ არა დანიშნულება, ხშირად მომისმენია, არ შემიძლია ამდენი ფიქრი, თეატრში გასართობად დავდივარო. წადი კაცო სადმე სხვაგან გაერთე, მე ვერ გაგართობ... ყველაფერი ახალი კარგი არ არის. ესა თუ ის სიახლე რამდენად კარგია დრომ უნდა გამოაჩინოს.

-გასული საუკუნის 80-იან წლებში დადგმული სპექტაკლებით თქვენ თითქოს მომავალი იწინასწარმეტყველეთ და დროს გაუსწარით, წარმოაჩინეთ ის პრობლემები, რაზეც ადამიანები მაშინ არ ფიქრობდნენ.

-როგორ არ ფიქრობდნენ, უბრალოდ არაფერს ამბობდნენ. გულახდილად გეუბნები დროს არასდროს ვუსწრებდი და არც მიმაჩნდა ეს შემოქმედისთვის აუცილებელ პირობად. დროს რომ გაუსწრო, უნდა იცოდე იმ ახალ დროში რა გინდა, რაც არ ვიცი. ვიცი დღეს რა მაწუხებს, რა მამოძრავებს და ვცდილობ ეს ყველაფერი გაგიზიაროთ.

- რას ფიქრობთ ხელისუფლებაზე, სად ხედავთ ნაკლს და სად წარმატებას?

-საერთოდ არა ვარ მთავრობის გაუთავებლად გინების მომხრე. კრიტიკა ადვილია, სწორი გზის მიგნებაა ყველაზე რთული. იქნებ ჩვენი ვალია, მთავრობას შევაძლებინოთ ამ გზის პოვნა. ადამიანს პარტიული კუთვნილებით კი არა, საქმით ვაფასებ. მიდგომა, -რომ თურმე ვიღაცის ხელისუფლების დროს კაცი თანამდებობაზე იყო, ცუდია და კარგს არაფერს მოგვიტანს, მცდარია. ცოტანი ვართ და თუ რომელიმე ჩვენგანს რაიმე უნარი აქვს, სჯობს გამოვიყენოთ. ყველაფრის შეფასებას დრო სჭირდება, ამიტომ ვერდიქტის გამოტანას არ ვჩქარობ. ერთს კი ვხედავ - ხალხი მეტად არის მომართული შურისძიებისთვის, ვიდრე მთავრობა...

მოდი, ასე დავსვათ საკითხი, ჩვენში , საზოგადოებაში ხომ არ არის პრობლემები, ჩვენ ხომ არ ვუშვებთ უფრო დიდ შეცდომებს?! მინდა ყველას თავისი საქმე ჰქონდეს, რომელშიც ჩაყურყუმელავდება და გარჩემო ბევრს ვერაფერს შეამჩნევს. მჯერა ამის შემდეგ ბევრად უკეთესი საზოგადოება გვექნება. ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც თავისი საკეთებელი უნდა ჰქონდეს. ადამიანმა უნდა გაარკვიოს რას ითხოვს ცხოვრებისგან. თუ ჩვენ ვერ გაგვიგია რა გვინდა, პრობლემები გვექნება რისიც სხვისთვის დაბრალება ძალიან ადვილია. კარგად დავფიქრდეთ ამაზე, ბოლოს და ბოლოს ერთხელ მოვედით ამ ქვეყანაზე...

-წლების განმავლობაში ცხოვრობდით რუსეთში, როგორ შეაფასებთ დღეს ქართულ-რუსულ ურთიერთობას?

-ომს ყოველგვარი გამოსავალი მირჩევნია, მით უფრო წინასწარ წაგებისთვის განწირულ ომს. რაც შეეხება რუსეთში ცხოვრებას, არაფერს ვაჭარბებ - მე რუსეთში კი არა რუსულ თეატრში ვცხოვრობდი. ეს სხვადასხვა რამაა. თანაც დიდი ხნით არასდროს წავსულვარ საქართველოდან, სანახევროდ აქ ვიყავი, სანახევროდ იქ. შეუძლებელია რუსეთის პოლიტიკა მომწონდეს შეიძლება ესეც იყო ის ბოლო წვეთი რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა აქ დაბრუნება.“

წყარო: გაზეთი „კვირის პაიტრა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42