საქართველოს მოსახლეობა კრიმინალური მდგომარეობას ქვეყანაში შემდეგნაირად აფასებს: რესპონდენტების 28% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა, 51% მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა, ხოლო 21% მიიჩნევს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდა.

როგორც ,,IPM"-ის მიერ ,,ნიუპოსტისთვის" მოწოდებულ კვლევაშია აღნიშნული, გაუარესების დინამიკა შეინიშნება 2014 წელს, 2013 და 2012 წლის მონაცემებთან შედარებით ქურდობასთან დაკავშირებით, კერძოდ თუ 2012 და 2013 წლებში რესპონდენტების 5% ამბობდა, რომ ქურდობის ფაქტი შეეხოთ მათ ან მათი ოჯახის წევრებს, 2014 წელს მსგავსი რესპონდენტების რაოდენობამ 10% შეადგინა.

ასევე გაუარესების ტენდენციაა, რესპონდენტების შეფასებაში საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. თუ 2012 წელს, რესპონდენტების 10% არ გრძნობდა თავს უსაფრთხოდ, 2013 წელს ასეთი რესპონდენტების რაოდენობამ 15%, ხოლო 2014 წელს 19.5% შეადგინა.

მასალის გამოყენების პირობები






