შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში სოკოს საწარმო დაფინანსდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:45, 12 Aug, 2014     2053
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით დაფინანსებული სოკოს საწარმო ,,თეთრი ქუდი“ დაათვალიერა.

,,ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების გაზრდა. შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი ტიპის საწარმოების გახსნას შევუწყოთ ხელი. ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა აუცილებელია. სწორედ ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში, მთავრობის ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო, მათ შორის არის შეღავათიანი აგოკრედიტის პროექტიც, რომელიც უკვე მეორე წელია წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომპანიამ ,,თეთრი ქუდი“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო და საწარმოს გადაიარაღება-გაფართოვება განახორციელა. დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები. საწარმოს წარმადობა 25%-ით გაიზარდა. 2013 წელს ,,თეთრი ქუდი“ 1300 ტონა სოკოს აწარმოებდა, წელს კი, 1500-1600 ტონამდე გაზრდას ვარაუდობენ. როგორც კომპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, წარმოების გაფართოვებამ სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდა განაპირობა. 2013 წელს საწარმოში 120 ადამიანი მუშაობდა, დღეისათვის მათი რიცხვი 170-მდე გაიზარდა.

უახლოეს მომავალში კომპანია ,,თეთრი ქუდი“ ახალი მთავრობის ინიცირებით დაწყებულ პროექტში ,,აწარმოე საქართველოში“ ჩართვასაც გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42