თბილისის რამდენიმე მარკეტიდან ვადაგასული სურსათი ამოიღეს
საზოგადოება - 18:09, 11 Aug, 2014     1679

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ქალაქის რამდენიმე უბანში მონიტორინგის შედეგად დარღვევები გამოავლინეს. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ქალაქის რამდენიმე უბანში მონიტორინგის შედეგად დარღვევები გამოავლინეს.

ამოღებული და განადგურებულია დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათი - სხვადასხვა სახეობის ხორცპროდუქტი, მათ შორის 60 კგ ბრაზილიური წარმოების ქათმის ფარში, გაურკვეველი ვადის ქათმის ბარკალი, ძეხვეული, სოსისი, ლორი, ხინკალი, პელმენი; რძის პროდუქტები - კარაქი, მარგარინი, იოგურტი, კეფირი, მაწონი, მდნარი ყველი; თევზი ლეშა; კუსტარული წესით დამზადებული გაურკვეველი წარმოებისა და ვადის ნახევარფაბრიკატები.

ვადაგასული სურსათის რეალიზაციისათვის დაჯარიმდნენ: შარტავას ქუჩაზე - ი/მ "ზაირა ჩხიკვიშვილი", ცოტნე დადიანის ქუჩაზე - ი/მ "სოფიკო დურული", ი/მ "მზევინარი პაიჭაძე" და ი/მ "გია ლურსმანაშვილი" , ჩიტაიას ქუჩაზე - შპს "ჰორიზონტი"; წინამძღვრიშვილის ქუჩაზე - შპს "ვაკე".

გარდა ამისა, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე შპს "სფერო-SPERO" და შპს "ექსტრა" ეტიკეტირების წესის დარღვევით აწარმოებდნენ ნახევარფაბრიკატებისა და რძის პროდუქტების რეალიზაციას. სურსათზე არ იყო მითითებული დამზადების თარიღი, რეალიზაციის ვადები და პროდუქციის შემადგენლობა, რის გამოც ბიზნესოპერატორები 400-400 ლარით დაჯარიმდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42