30 000 დოლარი გიორგი ანწუხელიძის მწამებლების დასაჭერად
საზოგადოება - 18:04, 11 Aug, 2014     19234

"ნებისმიერ პირს ან პირთა ჯგუფს, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამების ამსახველ კადრებში დაფიქსირებულ ქართულად მოსაუბრე ტერორისტს წარმოადგენს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად, დავასაჩუქრებთ 30 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხით. " - ამის შესახებ ნათქვამია მამუკა ჯღენტისა და პაატა დავითაიას მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

"საქართველოს ორი მოქალაქის განცხადება საქართველოს კონსტიტუციით, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. საქართველო ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რათა საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის მოსპობა არ დარჩეს დაუსჯელი და არავის გააჩნდეს იმის განცდა, რომ შერჩება ეს დანაშაული. საქართველოს სახელმწიფოს არ ექნება მომავალი, თუ პატივს არ მივაგებთ საქართველოს გმირებს. საქართველოს მოქალაქის მკვლელს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, არ უნდა გააჩნდეს იმის განცდა, რომ შერჩება ჩადენილი დანაშაული, რა დროც არ უნდა იყოს გასული. ქართველი გმირის სიცოცხლის მოსპობას, ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია. 6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტერორისტების მიერ მოკლული იქნა საქართველოს გმირი გიორგი ანწუხელიძე. საქართველოს ყველა მოქალაქის მეხსიერებაშია ის შემზარავი კადრები, რომლებიც ქართველი გმირის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ასახავს. გიორგი ანწუხელიძის წამების კადრებში კარგად სჩანს ჩვენს ჯარისკაცთან ქართულ ენაზე მოსაუბრე ტერორისტის სახე. შესაბამისად, შესაძლებელია აღნიშნული პიროვნების იდენტიფიცირება. სამწუხაროდ, ის რეალური სამართლიანობა, რასაც მოითხოვს საქართველოს ისტორია, სახელმწიფოს თავმოყვარეობა და მომავლის პერსპექტივა, არ დამდგარა. არც აღნიშნულისაკენ მიზამნიმართული სვლის ნიშნებია სახეზე. ჩვენს დღევანდელ რეალობაში, ყველაფერი გაფეტიშებულ-ნიველირებულია. არადა, არის საკითხები, რომელთა პოლიტიზირება, პოლიტიკური ქულების ჩასაწერად და/ან სხვა მერკანტილური მიზნების მისაღწევად გამოყენება ყოვლად დაუშვებელი და ამორალურია. გვჯერა რა, რომ საქართველოს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი, ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული და ამასთან ღირსებით აღსავსე მომავალი, ვაცხადებთ: ნებისმიერ პირს ან პირთა ჯგუფს, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამების ამსახველ კადრებში დაფიქსირებულ ქართულად მოსაუბრე ტერორისტს წარმოადგენს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად, დავასაჩუქრებთ 30 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხით. მიუხედავად იმისა, გამოიღებს თუ არა შედეგს ჩვენი მცდელობა, გვჯერა, რომ სამართლიანობის აღსადგენად, კანონით დაშვებული ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში, მავანი დაფიქრდება აიღოს თუ არა მომავალში ხელი საქართველოს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42