თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 16:13, 11 Aug, 2014     1462

თბილისისი მერია მოქალაქეთა მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 14:00-დან 18:00 საათის ჩათვლით თბილისის მერი, ვიცე-მერი მერის მოადგილეები, ყველა საქალაქო სამსახურის უფროსი და გამგებლები მოქალაქეებს ხვდებიან.

“გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მოქალაქეთა მიღების პირველი დღე და ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი თანაქალაქელებისთვის, პრაქტიკულად, დახურული იყო მერიის კარი, უპრეცედენტოდ მაღალია შეხვედრის მსურველთა რაოდენობა.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს წინასწარ ჰქონდათ განმარტებული მიღების წესები, გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, თუ რა წესით შეუძლიათ მათ შესაბამის სამსახურის უფროსთან, მერის მოადგილესთან თუ მერთან შეხვედრა.

იმისათვის, რომ მოქალაქე მოხვდეს მიღებაზე, ის იღებს რიგის ნომერს და ამ ნომრის შესაბამისად ხვდება საქალაქო სამსახურის უფროსს. იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სამსახურის კომპეტენციას სცილდება ამა თუ იმ მოქალაქის საკითხის გადაწყვეტა, მას აქვს შესაძლებლობა, შეხვდეს მერის მოადგილეს ან მერს.

გარდა ამისა, მერის სახელზე შემოსული წერილების განხილვის შემდეგ შედგა შეხვედრის მსურველთა ვრცელი სია და მერთან შეხვედრა მიმდინარეობს ამ სიის შესაბამისად.

ჩვენ გვესმის, რომ მოქალაქეთა დიდ ნაწილს სურს უშუალოდ მერთან შეხვედრა და ფიქრობს, რომ მის პრობლემას სხვა ვერ მოაგვარებს. მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ყველა საქალაქო სამსახური და მერის მოადგილეები მოწოდებულნი არიან იმისათვის, რომ შეხვდნენ და გადაწყვიტონ საკუთარი თანაქალაქელების პრობლემები. ამიტომ მივმართავთ თბილისის მერიაში მოსულ ადამიანებს, იმოქმედონ დადგენილი წესების შესაბამისად, ნუ შექმნიან ქაოსს და დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ საკითხს მერი, მისი მოადგილეები და სალაქო სამსახურის უფროსები ერთნაირი ყურადღებით მოეკიდებიან.

ამასთან, მერიის თანამშრომელთა და მოქალაქეთა მოწესრიგებული მოქმედება დაგვეხმარება, რომ მიღების საათებში შევხდეთ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს და დავეხმაროთ პრობლემების გადაწყვეტაში.

აქვე, განვმარტავთ, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც დღეს ვერ შეძლებენ მიღებაზე შესვლას, მიღების მომდევნო დღეებისთვის აუცილებლად დარეგისტრირდნენ მოქმედი წესის შესაბამისად”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42