„ეს არის ანტიქრისტეს მოყვანის წინარე პროცესი, ევრო-ამერიკული სტრუქტურები პირდაპირ წნეხში ატარებენ ნებისმიერ ხელისუფლებას, რომ ასეთი ცხოვრების წესი დაამკვიდრონ თავიანთ ქვეყნებში. თანაც , ისეთ ტრადიციულ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ამას შენიღბულად აკეთებენ.“-აცხადებს ფესტივალ „კაზანტიპის“ შესახებ, სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი დავით ისაკაძე.
ისაკაძის განცხადებით , დაიწყება ქართველი გოგონების მასობრივი გარყვნა, „ტერიტორიაზე ქართველ გოგონებს უფასოდ შეუშვებენ, ხოლო ყველა შემსვლელი ხელს აწერს, რომ ვალდებულია , გააკეთოს , რასაც მოსთხოვენ! ამ გარყვნილებაში მონაწილეობისთვის მიამიტი ახალგაზრდები საქართველოს ყველა კუთხიდან დაიძვრებიან და სულიერთან ერთად , უამრავი სხვა პრობლემის წინაშე დადგებიან.“
დიღმის ეკლესიის წინაამძღვარის განცხადებით, 14 აგვისტოს სასულიერო პირები ანაკლიის სანაპიროზე ლიტანიობის თანხლებით მსვლელობას გამართავენ.ყოველდღიური საპროტესტო აქციების ჩატარება იგეგმება ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში, 20- დან 30 აგვისტომდე.
მასალის გამოყენების პირობები






