ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არასასურველი ექსესების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ანაკლიაში დამატებით ჯგუფებს აგზავნის. ასევე, პროექტის უსაფრთხოების მიზნით დამატებითი შემადგენლობა, 1000 კაცის ოდენობით იგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც.
„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკა კაZანტიპთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს. როგორც ცნობილია, 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიიდან განმუხურამდე სტარტს იღებს კაZანტიპის ყველაზე მაშტაბური პროექტი ათასობით სტუმრით. სწორედ ამიტონ, არასასურველი ექსესების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ანაკლიაში დამატებით ჯგუფებს გზავნის.
24 საათის განმავლობაში ადგილზე იმორიგევებს 2 კატასტროფის და ერთი გულის მანქანა, სულ 3 ჯგუფი. ამას გარდა, გამოიყოფა ტერიტორია ამბოლატორული მომსახურებისთვის. ზუგდიდის კლინიკაში კი გაიგზავნება დამატებითი ექიმების ჯგუფი.
ასევე შეგახსენებთ, რომ ადგილზე, პროექტის უსაბრთხოებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი შემადგენლობა, 1000 კაცის ოდენობით. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რესპუბლიკა კაZანტიპში იმორიგევებს ასევე მაშველთა jგუფი.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას და ეკონომიკურ მხარეს. არაერთხელ ითქვა, რომ რესპუბლიკა კაZანტიპის გრანდიოზული პროექტი , საქართველოს ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს პირდება. უფრო კონრეტულად მცირე მონახაზი:
13 აგვისტოს, 11 საათზე, ანაკლიის ცენტრში ახალი მუნიციპალური ბაზარი იხსნება, რომელიც 200 ზე მეტ მოვაჭრეზეა გათვლილი.
იმავე დღეს გაიხსნება ავტო პარკი, სადაც უკვე 500-ზე მეტი ტაქსია დარეგისტრირებული.
გარდა ამისა, ანაკლიიდან განმუხურამდე
იხსნება 16 ბარი, ბუნგალო და ლაუნჯი , სადაც მშენებლობებზე დასაქმებულია 100-ზე მეტი ადგილობრივი.
20-მდე მშენებარე ან ახლადგახნილი კაფე, საოჯახო სასტუმრო ანაკლიის ტერიტორიაზე. რამდენიმე ასეული საოჯახო სასტუმრო და 17 ათასი დასაძინებელი ადგილი: ანაკლიაში, განმუხურში დარჩელსა და კახათში. ერთი ადგილის ფასი 15-დან 80-ლარამდე.
კარვების ქალაქი განმუხურში. სულ 2500 კარავი, 5 ათას კაცზე გათვლილი ბანაკი. კომფორტული პირობები: საშხაპეები, საპირფარეშოები შემნახველი საკნები.
რაც შეეხება უკვე დაუვიწყარ ზაფხულს და გართობას:
ჩამოდის : მსოფლიოში საუკეთესო 200-მდე მუსიკოსი, არტისტი და DJ მსოფლიოს 30-ზე მეტი სახელმწიფოდან.
მათ შორის : დოლფინი, სექვოია, ჯეიმს ჯონსი, გაი გერბერი.... პროექტში მონაწილეობს 15-მდე ქართველი მუსიკოსი.
კაზანტიპის ორგანიზატორებმა ანაკლიაში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოსაყვანად 2.5 მილიონი დოლარი დახარჯეს.
20-დან 50 ათასამდე საერთაშორისო მოგზაური ანაკლიაში. პროექტზე დასასწრებად დიდი მოთხოვნის გამო კაზანტიპის ორგანიზატორებმა რესპუბლიკის ტერიტორიის ფართობი გაზრდა გადაწყვიტეს. ანაკლიაში კაზანტიპის ტერიტორია 450 ათასამდე კვადრატულ მეტრს მოიცავს, ზღვის სანაპირო ზოლი კი 2800 მეტრს აჭარბებს.
სპორტული ღონისძიებები: პლაჟის ფეხბურთი, ფრენბურთი, წყლისთხილამურები, ფრიზბი, ბაიკები. ქვიშის ფეხბურთში მსოფლიო თასი 20-25 აგვისტო.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ, ანაკლიიდან განმუხურამდე კაZანტიპი მსოფლიოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალების Top -10 ულში მე-4 ადგილს იკავებს. კაZანტიპი ლონდონის ფესტივალს სამი პუნქტით წინ უსწრებს. კაZანტიპი ყველა დროის ყველაზე გრანდიოზული პროექტია მთელ რეგიონში.
უკრაინელი და ქართველი გოგონებისთვის უფასო ვიზების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 აგვისტო http://kazantipa.net/lu) „- ნათქვამია ტურისმის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






