მარგველაშვილის სიძე ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისთვის მეორედ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "პრაიმტაიმი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მარგველაშვილის სიძისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. ალბათ ყველას ახსოვს ინტერნეტგამოცემები და ბეჭდური მედია „პრესა .გე“ „პრემიერ ინფოზე“ დაყრდნობით წერდა, რომ მისი სიძე მარგველაშვილის გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე დღეში, 20 იანვარს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა. ბუნებრივია, მაშინ ინფორმაციის გასაიდუმლოება სცადა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, თუმცა, ერთ-ერთი ექიმის განცხადებით, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა, პირად საუბარში დაადასტურა, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში მინდია გოგოჭური და მისი მეუღლე მკურნალობის კურსს გადიოდნენ. მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერებების ზედმეტი დოზის მიღება იყო...
პრეზიდენტის სიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში „პერედოზიროვკით“ მოხვდა. ინფორმაციას საავადმყოფოს თანამშრომლებიც ადასტურებდნენ. როგორც მაშინ ითქვა, მინდია გოგოჭური საავადმყოფოში მეგობართან ერთად მოხვდა, კაჭარავა და გოგოჭური საავადმყოფოში იმდენად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, რომ მორიგე ექიმმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, ფაქტი პოლიციისთვის შეეტყობინებინა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი: „მინდია გოგოჭური, მეგობართან ერთად, რომლის გვარიც კაჭარავაა, დილის საათებში შემოიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორივე მათგანი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. გოგოჭურს პულსიც კი არ ესინჯებოდა, იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო. რესპუბლიკური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა, მოგვიანებით, ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მათი ვინაობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა საავადმყოფოში გიორგი მარგველაშვილის დაცვა და მაკა ჩიჩუა მოცვივდნენ. გოგოჭურსა და კაჭარავას გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდათ, დიაგნოზიც დასმულია – კოკაინის გადაჭარბებული დოზით მიღება“.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორც ამბობენ მარგველაშვილი საერთოდ არ განიცდის ოჯახის წევრების თავაშვებულ ცხოვრებას და თვლის რომ ეს არის დემოკრატია და თანამედროვე ადამიანების ურთიერთდამოკიდებულება. ამის დასტურია ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელებული მისი ქალიშვილის სკანდალური ვიდეო. მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საქართველოში გამოჩნდა მისი ქალიშვილი ანი, რომელიც მშობლების გაყრის შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა. ბუნებრივია, ქართულ მედიას მის შესახებ ყველაფერი აინტერესებს. თუმცა, ამისთვის განსაკუთრებული პაპარაცობა საჭირო არ არის, ანი მარგველაშვილი ხშირად არის სოციაური ქსელების ნომერ პირველი სკანდალისტი. ხან მისი ფოტოები იწვევს ხმაურიან გამოხმაურებას, ხან მისი ურთიერთობები მეგობრებთან.
ერთ-ერთი ბოლო სკანდალი მის „მოლში“ გადაღებულ ფოტოებს მოჰყვა, სადაც ის მეგობარ რეპერს ეხვევა.
ანი „ზარას“ მაღაზიის წინ რეპერ თიელთან ერთად არის გადაღებული. თავად რეპერი აცხადებს, რომ მათ ათწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და ანა მისი უმცროსი მეგობარია.
ანა მარგველაშვილი ლევან ჩიჩუას ცირკშიც ხშირად აკითხავდა და გულშემატკივრობდა, როდესაც ის პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა.
ჟურნალ „რეიტინგის“ აზრით პირველი სერიოზული სკანდალი, რომელიც პრეზიდენტის ქალიშვილს უკავშირდება, ანას და მისი შეყვარებულის, ბაჩო სირაძის გარშემო აგორდა. ამის მიზეზი ბაჩოსა და მაკა ჩიჩუას სიძეს, მინდია გოგოჭურს შორის არსებული კონფლიქტი იყო.
ბაჩომ და მინდიამ ანას გამო იჩხუბეს. ამბობდნენ, რომ ანას და ბაჩოს ურთიერთობა დაეძაბათ და სისხლიანი გარჩევის დროს გოგოჭურმა სიძე ფეხში დაჭრა. ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით იყო აღძრული, მაგრამ როგორ განვითარდა მოვლენები, უცნობია, - წერს გამოცემა.
შემდეგ ხმაურიან შემთხვევად კლუბ „სენატში“ მომხდარი ინციდენტი სახელდება. მეგობრებთან ერთად კლუბში მისულმა პრეზიდენტის ქალიშვილმა მაგიდიდან ფეხები არ ჩამოიღო და დაცვის შენიშვნის შემდეგ მათთან კონფლიქტსაც არ მოერიდა. ამბობენ, რომ ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა და გაზიანი სასმელით ხელში მარგველაშვილმა კლუბი დატოვა.
სკანდალი მოჰყვა ანას მიერ სოცქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოს. ინტერნეტმომხმარებლების გარკვეული ნაწილი ამ ვიდეომ აღაშფოთა. მანქანა, სადაც ანამ ორ მეგობარ ბიჭთან ერთად თემო რცხილაძის სიმღერა შეასრულა, პრეზიდენტის ესკორტის კუთვნილება აღმოჩნდა. გაბრაზების მიზეზი ასევე გახდა რუსული სიმღერა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რესტორნებში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსულენოვანი რეპერტუარი, - წერს „რეიტინგი“.
წყარო: პრაიმტაიმი
მასალის გამოყენების პირობები






