პრემიერ-მინისტრი ანზორ ერქომაიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. როგორც მისალოც განცხადებაშია ნათქვამი, ანზორ ერქომაიშვილმა თაობები აღზარდა და შეგვინარჩუნა ფასდაუდებელი მუსიკალური საგანძური.
„დაბადების დღეს ვულოცავ სახელგანთქმულ ქართველ ფოლკლორისტს , ბატონ ანზორ ერქომაიშვილს.
დიდია ბატონი ანზორის ღვაწლი ქართული ხალხური პოლიფონიური მუსიკის გადარჩენისა და აღორძინების საქმეში. მას ქართული ხალხური მუსიკის პატრიარქიც უწოდეს.
ანზორ ერქომაიშვილმა თაობები აღზარდა და შეგვინარჩუნა ფასდაუდებელი მუსიკალური საგანძური, რომელიც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია მთელ მსოფლიოში.
დიდი მადლობა, ბატონო ანზორ, გაწეული ღვაწლისთვის, გისურვებთ შემოქმედებით წარმატებებს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. კვლავაც მხნედ და ენერგიულად გეშრომოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია მისალოც განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაბადების დღეს ულოცავს მსახიობ ზურაბ ყიფშიძეს.
„დაბადების დღეს ვულოცავ შესანიშანავ ქართველ მსახიობს, ქართული კინოს ნამდვილ ვარსკვლავს ზურაბ ყიფშიძეს.
ზურაბ ყიფშიძემ თავისი განუმეორებელი სტილი შემოიტანა ქართულ თეატრსა და კინოში. მის განსაკუთრებულ ნიჭზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. ზურაბ ყიფშიძემ შექმნა გმირები, რომლებითაც მაყურებლის საყოველთაო აღიარება და სიყვარული დაიმსახურა.
მჯერა, დიდ მსახიობს წინ კიდევ მრავალი შემოქმედებითი წარმატება ელის, ხოლო მის თაყვანისმცემლებს - ბევრი სიხარული და სიამოვნება.
ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ ზურაბ ყიფშიძეს“, - ნათქვამია პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






