ვწუხვართ, რომ რუსი ოლიგარქის მიერ დაქირავებული ხელისუფლება პუტინის ენით გელაპარაკებათ - წერილი კარლ ბილდტს
საზოგადოება - 16:03, 10 Aug, 2014     4823
"ღრმად პატივცემულო ბატონო ბილდტ,

უკანასკნელი მოვლენების შემხედვარე ვალდებულად მივიჩნევ თავს, მოგმართოთ რათა ბოდიში მოვიხადო საქართველოს მთავრობის მავნე განცხადებების გამო. ამ პასუხისმგებლობას ჩვენი საზოგადოება აცნობიერებს და ჩვენი ხალხის სახელით, მინდა ერთმა რიგითმა ქართველმა გითხრათ, რომ ვაფასებთ თქვენს ღვაწლს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე მიგიძღვით.


ვწუხვართ, რომ რუსი ოლიგარქის მიერ დაქირავებული ხელისუფლება პუტინის ენით გელაპარაკებათ, შემაშფოთებელია მათი რიტორიკა და ქმედებები, რომელიც ანტიდასავლურ ხასიათს ატარებს. ალბათ ჩემი მხრიდან დანაშაული იქნებოდა ერის წინაშე, რომ არ მომემართა თქვენთვის, დაუშვებლად მიმაჩნია არ მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში რეალური მდგომარეობის შესახებ.

2012 წელს „ქართული ოცნების“ (რუსი ოლიგარქის პოლიტიკური გუნდის) ხელისუფლებაში მოსვლა და მათი პოლიტიკა გახლავთ მიზეზი იმისა რაც ჩვენს პარტნიორებს აფიქრებინებს, რომ საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია და ამაში არ ცდებით, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ეს არა ჩემი ხალხის არამედ რუსი ოლიგარქის არჩევანია. დღეს საქართველოს მთავრობა გამოხატავს არა ერის არამედ პუტინის ნებას. ის ცდილობს დაგვაშოროს ჩვენს მეგობრებს მაგრამ ჩვენი ძალისხმევა სხვაგანაა მიმართული. ჩვენი ევროპული ოჯახი დღეს დიდი გამოწვევების წინაშეა და ჩვენი ხალხები მზად არიან ერთად დაიცვან საერთო ღირებულებები. ქართველი ერის სურვილი მისი ისტორიულ ოჯახში დაბრუნებაა და ის იბრძოლებს ამ ნატვრის ასახდენად, ის იბრძოდა მუდამ და არასოდეს უღალატნია საკუთარი ღირსებისთვის.


XXI საუკუნეთავისუფლებისადადემოკრატიის, გლობალიზაციისა და ეკონომიკური განვითარების საუკუნეა. ქართველი ხალხი აცნობიერებს მის მიზანსა და პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომაც განსხვავდება დღეს მთავრობისა და ხალხის ნება. მინდა ეს წერილი თქვენთვის და ჩვენი ყველა მოკავშირესთვის, ქართველი ხალხის მკაფიო გზავნილი იყოს, ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენ დავიცავთ საკუთარ ფასეულობებს!


სამწუხაროა რომ 2012 წლის არჩევნები საკმარისი აღმოჩნდა, რომ დასავლეთს საქართველოს ფასეულობებსა და მიზნებში ეჭვი შეეტანა, მაგრამ რა ვქნათ, როდესაც დემოკრატიული გზით დიქტატურა დავაკანონეთ, რა ვქნათ როდესაც მთავრომამ ათასობით კრიმინალი მშვიდობიან მოსახლეობას დაუპირისპირა, როგორ დავმალოთ მთავრობის ანტიევროპული განცხადებები, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოების პოზიციას, რით დავეხმაროთ ყოფილ პრემიერს, თავდაცვის მინისტრსა თუ დედაქალაქის მერს, როდესაც მათი სახით მთავრობა პოლიტპატიმრების ყოლაში რეკორდს ამყარებს?!. რით დავძლიოთ ძალა, რომელიც მედიისა თუ არასამთავრობო სექტორის პრივატიზებას ახერხებს. მთავრობამ საზოგადოების ტერორი დააკანონა და ოპოზიციას მტერივით დევნის, დევნის ადამიანებს, რომლებიც წინ აღუდგნენ რუსეთის აგრესიას. ტელევიზია საქართველოში პუტინის ძირითად იარაღად იქცა, მას აღარ სჭირდება თბილისში ტანკების შემოყვანა - ის დედაქალაქის ცენტრში ზის და ჩვენი მთავრობის ნიღბით ყველა ოჯახს მშვიდობიან დილას უსურვებს. ხელისუფლება ვნებს საქართველოს სახემწიფო ინტერესებს და ეს შემთხვევითი არაა, რომ ჩვენს მთავრობასა და პუტინს „დემოკრატია“ ერთნაირად ესმით. ნუ გიკვირთ როდესაც მთავრობა მისი პატრონისა და მარჩენალის სიტყვებით საუბრობს, როდესაც ის უარზეა მხარი დაუჭიროს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, როდესაც ის პროვინციული უტიფრობით გაყენებთ შეურაცხყოფას, თქვენ ხომ პუტინს ესაუბრებით.


უტიფრობაა ჩემი მხრიდან თქვენთვის დახმარების თხოვნა, მაგრამ არ მაქვს სხვა გზა და არჩევანი, ჩვენი ერის ხსნა ჩვენი ქვეყნის მეგობრების ხელშია. მინდა როგორც საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, გთხოვოთ ჩვენს მეგობრებს ჩამოსვლა და რეალურ მდგომარეობასთან გაცნობა, სხვა გზა, სხვა გამოსავალი არ არსებობს. თქვენი სახით მინდა ჩვენი ქვეყნის ყველა მოკავშირეს ვუთხრა, რომ ჩვენი ხალხი ევროპული იდეალებით სულდგმულობს, მისთვის ძვირფასია ადამიანი, კანონი და თავისუფლება. ჩვენ, ესოდენ მცირე ერი მოგვწყვიტა საკუთარ ფესვებს ბოროტების იმპერიამ და ახლა გვეძლევა ერთადერთი შანსი ჩვენს ძირსა და კუთხეს დავუბრუნდეთ.


კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის მხარდაჭერა რადგან საქართველო ამას იმსახურებს, ხოლო ამ გზით დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება გარდაუვალია. იმედს ვიტოვებ, რომ სულ მალე ჩვენი ხალხი გაერთიანდება და მოგვეცემა შესაძლებლობა ერთად ვიზრუნოთ საქართველოს და შესაბამისად ევროპის ღირსეული მომავლისთვის, ქართველებს გვჯერა რომ ძალა ერთობაშია.


მუხრან ბურჭულაძე
"დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის"

თავმჯდომარე






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42