საქართველოს გზა "EUROBASKET-2015"-ისკენ იწყება
სპორტი - 13:06, 10 Aug, 2014     5338

10 აგვისტოს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები კალათბურთში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პირველ მატჩს გამართავს. ქართველები ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას:

4 - ნიკა მეტრეველი; 7 - ზაზა ფაჩულია; 8 - გიორგი ცინცაძე; 10 - დუდა სანაძე; 12 - ლევან ფაცაცია; 13 - ვიქტორ სანიკიძე; 15 - ბექა ბურჯანაძე; 22 - გიორგი შარაბიძე; 23 - თირნიკე შენგელია; 25 - ბესიკ ლეჟავა; 31 - ბექა წივწივაძე; 33 - მიხეილ ჭოჭუა.

მთავარი მწვრთნელი - იგორ კოკოშკოვი.

შეგახსენებთ, ასევე საქართველოს ნაკრების მატჩების კალენდარს.

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დღეს იწყება. ევრობასკეტის 11 საგზური განაწილებულია და უახლოეს 17 დღეში ის 13 ნაკრები უნდა გამოვლინდეს, რომლებიც კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპს შეავსებენ.

სანამ საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატზე და იმის შესახებ ვიტყოდეთ, თუ რა გზით მოხვდა ხსენებული 11 გუნდი ევრობასკეტზე.

სამწუხაროდ, ფინალური ეტაპის ჩატარების ადგილი ჯერაც გაურკვეველია. ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი უკრაინაში უნდა გამართულიყო, თუმცა, არსებული მდგომარეობის გამო, ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობამ ამ ქვეყანას ევრობასკეტის მასპინძლობა ჩამოართვა.

საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის სექტემბერში გაირკვევა, თუ სად ჩატარდება ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი.

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე გასული პირველი ქვეყანა ესტონეთია, რომელმაც ეს საგზური 2013 წლის აგვისტოში მოიპოვა. ფიბა-ევროპამ „ა“ და „ბ“ დივიზიონები რომ გააერთიანა, 2013 წელს, როცა სლოვენიაში ევრობასკეტი ტარდებოდა, ქვედა ეშელონის ქვეყნები უსაქმოდ რჩებოდნენ. ამიტომაც, ფიბა-ევროპამ „ბ“ დივიზიონის ყოფილ წევრებში გაათამაშა მომავალი, 2015 წლის ჩემპიონატის 1 საგზური, რომელიც ესტონეთმა მოიგო.

დანარჩენი 10 საგზური მოიპოვეს ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საუკეთესო შვიდმა (საფრანგეთი, ლიტვა, ესპანეთი, ხორვატია, სლოვენია, უკრაინა, სერბეთი) გუნდმა, ასევე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე (უაილდ ქარდით) მოხვედრილმა ნაკრებებმა - ფინეთმა, თურქეთმა და საბერძნეთმა.

10 აგვისტოს იწყება ევრობასკეტ 2015-ის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელშიც 26 გუნდი 13 საგზურისთვის იბრძოლებს. შექმნილია 7 ჯგუფი - 5 ოთხგუნდიანი და 2 სამგუნდიანი. ჯგუფების გამარჯვებულები ევრობასკეტის საგზურს პირდაპირ მიიღებენ, ხოლო 7 მეორეადგილოსნიდან ფინალურ ეტაპზე 6 საუკეთესო გავა.

მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც საუკეთესო მეორეადგილოსნის გამოვლენას ეხება: რადგან ჯგუფეში გუნდების რაოდენობა არათანაბარია, B, C, D, E და F ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ გუნდებს ბოლოადგილოსნებთან ნათამაშები 2 მატჩის შედეგები ჩამოეჭრებათ. ამ გზით შვიდივე ჯგუფის მეორეადგილოსანს თამაშების თანაბარი რაოდენობა ექნებათ და საუკეთესოც მარტივი - მოგებ-წაგებებისა და ბურთების შეფარდების გზით გამოვლინდება.

წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ეროვნულ გუნდს და იმედს გამოვთქვამთ, რომ იგი მესამედაც მოხვდება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42