"ივანიშვილი არ უნდა დაბრუნდეს არავითარ შემთხვევაში. ჯერ ერთი, პირადი ჰოროსკოპიდან გამომდინარე, მისი პოლიტიკაში ყოფნა კატეგორიულად იკრძალება, მისთვის ეს არის დამღუპველი და შეიძლება ეს არ იცის, მაგრამ ინტუიციურად უნდა გრძნობდეს, როგორც გავარკვიე, ის დიდი სიმპათიით არის განწყობილი ასტროლოგიისადმი, პავლე გლობოსთან ჰქონდა ურთიერთობა და მგონია, რომ მას პირადი ჰოროსკოპი გაუკეთა და აუცილებლად ეტყოდა, რომ პოლიტიკაში მისი ადგილი არ არის", - აღნიშნა ცაგარელმა.
ასტროლოგი ამბობს, რომ პოლიტიკაში აუცილებლად შემოვა ახალი ძალა, ეს იქნება უცნობი ჯგუფი, რომელიც არ იქნება სახელშელახული. ცაგარელის თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიცია რადარებიდან არ გაქრება, ,,პირიქით, იქნება ბევრი ახალგაზრდა, რომელსაც ექნება პატრიოტული განცდები... ენერგიის გარდაქმნა მოხდება, ერთგვარი გარდასახვა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში", - აცხადებს ცაგარელი „ალიასთან" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






