ფოთში 280 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა
საზოგადოება - 13:24, 09 Aug, 2014     1852

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროკავშირის დაფინანსებით, ფოთის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 7 ახალი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა.

შვიდი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ევროკავშირის მიერ 9 180101.99 ლარი იყო გამოყოფილი.

ფონდის დაკვეთით სამშენებლო სამუშაოები ყველა სტანდარტის დაცვით განხორციელდა. თითოეულ კორპუსში 40 ბინაა, აქედან - 10 ერთოთახიანი და 30 ოროთახიანი. შენობა და გარე ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ჯამში 280 ბინიდან 20 ბინა სწორედ შშმ პირებს გადაეცემათ. ბინები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების სამინისტრომ გადაანაწილა და კენჭისყრა ჩაატარა.

სამშენებლო სამუშაოებზე, რომელიც ორი წელი მიმდინარეობდა, 350 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 60% ადგილობრივი მოსახლეობა გახლდათ.

საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ფარგლებში მოხდა სახლების უზრუნველყოფა საინჟინრო კომუნიკაციებით. ბინებში გაყვანილია გაზი, წყალი, ელექტროენერგია, გამართულია საკანალიზაციო სისტემა. ყველა ოჯახში დამონტაჟდება: გამათბობელი სისტემა, ე.წ. “კარმა“, გაზქურა და წყლის გამათბობელი ავზი.

პროექტით ასევე მოხდა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. დამონტაჟდა გარე განათება, ბავშვებისთვის გაკეთდა 2 სკვერი. თითოეულ კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, კეთილმოეწყო ტროტუარები, გაიმართა სანიაღვრე სისტემები. შესაბამისად, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ითვალისწინებს და აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. სამშენებლო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს „ზიმო“ აწარმოებდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც აწარმოებს. დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ფონდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ფოთში ახლადაშენებული შვიდი კორპუსი დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილე გიორგია მაშუკელმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ილია დარჩიაშვილმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ და ფოთის არჩეულმა მერმა ირაკლი კაკულიამ გახსნეს და 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.

ბინების გადაცემის ცერემონიალს ასევე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სიმონე ვოლკენი ესწრებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42