„საბჭოთა სკოლებში, დაწყებით კლასებში რომ ე.წ. ზღაპრებს დგამდნენ კლასის დამრიგებლები და მგლის, მელაკუდას, იხვის ჭუჭულის ნიღბებს ქირაობდნენ, რომ პატარებს ესა თუ ის ცხოველი განგვესახიერებინა, აი, სწორედ ასე გამოიყურება ეს ჩვენი მოყმე“ - ამბობს მწერალი და პუბლიცისტი ლელა კოდალაშვილი. სტატუსის ავტორი ასე „ვეფხისტყაოსნის“ გმირის ჩაცმულობას აღწერს...
ნიკოლოზ ხომასურიძემ ოცნება აიხდინა და „ვეფხისტყაოსანს“ იღებს, მაგრამ ღირდა თუ არა ოცნება ახდენად ეს უკვე სხვა საკითხია. „ვეფხისტყაოსნის“ გმირების მორთულ-მოკაზმულობამ ქართველთა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია და სოციალური ქსელი ნიკოლოზ ხომასურიძის კრიტიკამ მოიცვა. არადა რეჟისორი სულ რაღაც ერთ თვეში ვიდეოპრეზენტაციის გამართვას კინოთეატრ „რუსთაველში“ გვპირდება. ბიზნესსექტორისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლების მოწვევით. პროექტის წარდგენა ნახევარსაათიანი დოკუმენტური ფილმით მოხდება - ეს იქნება ფილმი -მიუზიკლი, ფანტასტიკა, ისტორული ჟანრი, სასიყვარულო ამბითა და საბრძოლო სცენებით - ამბობს რეჟისორი.
ვეფხისტყაოსნის თემას, ბევრი გამოეხმაურა, „ნარიადებმა" გადამრია“! - აცხადებს მანჩო გიორგობიანი.

მანჩო გიორგობიანი: „ვეფხისტყაოსანი“–ს კოსტюმები! იქნებ ვინმეს ახლობელია, ან რეჟისორი, ან ესკიზების ავტორი და ვინმემ ურჩიეთ, აუხსენით, რომ არ შეიძლება ასე! თუ ბიუჯეტი არ გაძლევს საშუალებას, დაანებე თავი! ნესტან–დარეჯანი – ოლია მათხოვარივით გამოწყობილი (გოგოს არ ვერჩი), ტარიელი – საფრთხობელა. ილუსტაციებს მაინც გადახედეთ! თოიძე, ქობულაძე, ზიჩი და ა.შ.
ეს რა ვნახე?!!
მასალის გამოყენების პირობები






