გორში, ვერხვების დასახლებაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის ავიაციის მიერ ჩამოყრილი ჭურვების ნარჩენებით აწყობილი სიცოცხლის ხის მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს.
გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა, რაიონის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ ადგილობრივებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი კიდევ ერთხე გაიხსენეს და მოსახლოებას შეხვდნენ.
ვერხვების დასახლება ერთ-ერთია, რომელზეც რუსულმა ავიაციამ თავდაპირველად იერიში მიიტანა, რა დროსაც რამდენიმე ადგილობრივი დაიჭრა და რამდენიმე დაიღუპა. დღეს გორში დევნილთა მინისტრს სოზარ სუბარსაც ელოდებიან, რომელიც კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდება. ამის შემდეგ სუბარი შინდისში შინდისის გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
გარდა ამისა, დღეს დილიდან გორში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






