500 ლარიანი ჯარიმები ქორწილებში და დაბოლილი მაყრიონი
საზოგადოება - 13:08, 08 Aug, 2014     16218

გორის სასამართლოში, მარიხუანას მოხმარების თუ მოყვანის ბრალდებით, პოლიცია დაკავებულების მიყვანას ვერ აუდის. სახდელდადებულებს შორის ახალგაზრდა, 22 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარიც მოხვდა. მათთან ერთად 500 ლარიანი ჯარიმები ქორწილებში და დასასვენებლად მყოფებმაც მიიღეს.


ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 6 აგვისტოს მოხდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს როცა ქობულეთიდან ბრუნდებოდა, გორის შესასვლელში პოლიცია დახვდა. ,,ჩაშვებულები ხართ, ნარკოლოგიურში უნდა წაგიყვანოთ” – განუცხადეს პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს. ორივეს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

,,აგვისტოს პირველ რიცხვებში ქობულეთში ვიყავით. ფიჭვნარში ვიპოვეთ მარიხუანა, მოვწიე და მეუღლესაც გავასინჯე. გორში რომ ჩამოვედით, ტრასაზე პოლიცია დაგვხვდა და ისიც გვითხრეს, რომ ვიღაცამ ჩაგვიშვა. ჩადენილ ქმედებას ვაღიარებთ” – განაცხადა დაკავებულმა. მოსამართლემ ორივეს 500-500 ლარი დააკისრა.

ადმინისტრაციულ სასჯელს არ ასცდნენ 38 და 42 წლის თანასოფლელებიც. ისინი სასამართლო პროცესზე მეჯვრისხევის პოლიციის თანამშრომელმა გურამ გორგიშელმა ზერტიდან მიიყვანა.

,,ქორწილში ვიყავი თბილისში, მთვრალი ვიყავი, იქ მოვიხმარე მარიხუანა და არ მახსოვს დანარჩენი დეტალები.” – განაცხადა ერთ-ერთმა.

მეორე დაკავებული, რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობს, ამბობს, რომ ათასში ერთხეულ თუ მოიხმარს ამ ნივთიერებას: ,,წლებია არ მომიხმარია მარიხუანა და დაკავებამდე წინა დღეებში მოვიხმარე” – თქვა მან. მათაც ასევე 500-500 ლარი დაეკისრა.

დაკავებულებს შორის სოფელ აღაიანის მკვიდრი 44 წლის მამაკაციც აღმოჩნდა. მას პოლიცია არა თუ მოხმარებაზე, არამედ დიდი ოდენობით მარიხუანას დათესვა/მოვლაზე ედავება:

,,არ დამითესია და არც მომიყვანია, მთელ სოფელშია მოდებული ეგ მცენარე და რას მაბრალებენ, არ ვიცი. შეუძლებელია საქართველოში ამ მცენარის მოყვანა, ამ საქმეს სპეციალისტი ჭირდება. მისი მსგავსი მცენარეები მრავლადაა როგორც გზაზე, ისე ჩემს უბანში” – ამბობდა დაკავებული.

,,იმის გამო, რომ მსგავი ბალახი სხვაგანაც ფიქსირდება, ეს არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი” – აღნიშნა პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ. დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გასამართლდა და გირაო შეეფარდა.

წყარო: http://www.tzona.org/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42