
მატყუარა პოლიტიკოსი, მოღალატე ქმარი, მოსიყვარულე მამა, მლიქვნელი საყვარელი, „ჯიგარი“ სიძე, წყალწაღებული კარიერისტი, - ეს ყველაფერი ასე თუ ისე ტუპურია ქართველი მამაკაცისთვის. გამოდის მუსიკისა და დრამის მსახიობს, ერტი კონკრეტლი როლის ცოტნე ცოტაშვილობის გარდა კიდევ მრავალი სახასიათო პერსონაჟის განსახიერება მოუწია, და ყველა დამეთანხმება, გიორგიმ პასუხისმგებლობას წარმატებით გაართვა თავი.
მისი ყვირილი, მოფერება, წყობიდან გამოსვლა, იუმორი, ირონია, ენამოსწრებულობა, მხიარულება, სოც. ქსელის ტოპ - ვიდეოებად იქცა. ამიტომაც ყველაზე მეტი კითხვა „ჩემი ცოლის დაქალების“ ცოტნეს მიმართ დაგროვდა. გიორგი საკუთარ თავს ამ სერიალში ასე აფასებს.
გიორგი ბახუტაშვილი: უამრავი შენიშვნა მაქვს საკუთარ თავთან, მართალია ბევრი რამ, კარგად გამომივიდა, მაგრამ შეცდომებიც ბევრი იყო. თუმცა, ეს ჩემი განვითარების პირველი ეტაპია, ამით დავიწყე და ყველაფერი წინ მაქვს.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ზალიან კარგად დაწერილი სცენარია, სერიალზე არაჩვეულებრივი ჯგუფი მუშაობს, და ამ ყველაფერს მეც კარგად გავართვი თავი. საბოლოოდ მაინც მაყურებელმა უნდფა განსაჯოს ჩემი პერსონაჟი.
-ყველაზე მეტად რომელი ეპიზოდის თამაში გაგიჭირდა?
-დაკონკრეტება მიჭირს, მაგრამ რამოდენიმე ეპიზოდს მართლა ვითამაშებდი თავიდან, რადგან უკეთესად შემეძლო შესრულება.
-როგორც მაყურებელს რა მოგწონს ცოტნეს თვისებებსი და რა გაღიზიანებს?
-მგონია, რომ სინამდვილეში მაინც „კაი ტიპია“ ცოტნე, მაგრამ ცხოვრების ცუდი გზა აირჩია, და აი სწორედ ეს არ მომწონს.
-ასეა თუ ისე, ცოტნე უარყოფითი პერსონაჟია, მაგრამ მაინც პოპულარულია ქალბატონებში, როგორ ფიქრობ, რატომ?
-ხომ მოსწონთ, ხოლმე ქალებს „ცუდი ბიჭები?“ , ალბათ დაიჭირეს რაღაც თვისება, ხასიათი ან მანერა რომელსაც აჰყვნენ.
-რომელ მსახიობთან უფრო გიადვილდებათ თამაში ცოლთან თუ საყვარელთან?
-ორივე უნიჭიერესი მსახიობია და ორივემ ძალიან კარგად იცის თავისი საქმე, ვფიქრობ ძალიან კარგად გავართვით თავი ყველამ.
-არ გიფიქრია იმაზე რომ სხვა როლის შესრულებისას ცოტნეზე სეყვარებულმა საზოგადოებამ, შენში კვლავ ცოტნეს ტვისებები და მანერები ეძებოს?
-ეს ხომ სატელევიზიო როლია?! მე პარალელურად რამდენიმე თეატრში სრულიად განსხვავებულ პერსონაჟს ვთამაშობ. არამგონია, მაყურებელი მხოლოდ ცოტნედ აღმიქვამდეს, ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ მე ვარ მსახიობი, რომელიც ამ კონკრეტულ როლს თამაშობს.
-შენმა როლმა რომ უქტომბრიდან უკანა პლანზე გადაიწიოს გული დაგწყდება?
- ყველაზე უკეთ ქეთიმ იცის რა როგორ უნდა განვითარდეს, რა მოსწონს მაყურებელს, რაზე და რატომ უნდა გაკეთდეს აქცენტი, ქეთი თუ ცათვლის, რომ ცემს გმირს კიდევ დარჩა სათქმელი, მე აქტიურად გავაგრძელებ მუშაობას.
-სერიალის გადაღებები დასრულდა, მოიწყინე სერილის გარეშე?
-ნამდვილად მოვიწყინე, თუმცა დრო არ მრჩბა ამაზე საფიქრელად, თეატრში სხვადასხვა სპექტაკლისთვის ვემზადებით... თავიუფალ დროს კი ცემს საყვარელ მეუღლესთან ერტად ვატარებ.
-და ბოლოს რას ეტყვი იმ გულშემატკივრებს, რომლებიც სოციალურ ქსელში თქვენთვის ოსკარის გადმოცემას ითხოვენ?
-საერთოდ ოსკარს აძლევენ კარგ მსახიობებს, კარგ მსახიობობამდე კი ჯერ ბევრი მიკლია. გრძელი და რთული გზა მაქვს გასავლელი. სიმბოლურად, სიყვარულით გადმოცემული ოსკარი უკვე მაქვს, - ჩემმა მეუღლემ მაჩუქა დაბადების დღეზე. რა თქმა უნდა ის ფაქტი რომ საზოგადოებას მოვწონვარ ძალიან მიხარია.
წყარო: www.lollipop.ge
მასალის გამოყენების პირობები






