„უბედურება ის არის რომ ქართველების უმეტესობა სიამოვნებით ეთანხმება ისტორიის გაყალბებას“ - ამბობს შვეიცარიაში მცხოვრები პროფესორი გიორგი კავკასიძე და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.
გიორგი კავკაიძე: „მშვიდობის ხიდის დანგრევის, „ველოსიპედის" გადატანა ან განადგურების, "ტრუბების აღების", შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის შეჩერების, და ა.შ. ამის პარალელურად კი "დანგრეული ეკონომიკა", "სანდრა, რომელიც პატიმრების ორგანოებს ყიდდა", "ბაჩო, რომელიც თავის მგელს ჩვილი ბავშვების ხორცს აჭმევდა" და ათასი სხვა სისულელე ერთ საქმეს ემსახურება:
ამოიშალოს ქართველების მეხსიერებიდან 2004-2012 წლებში მიმდინარე აღმშენებლობის კვალი და "სისხლიანი 9 წელი" ქვეყნის ყველაზე ბნელ პერიოდად ჩაიბეჭდოს მათ ცნობიერებაში.
უბედურება ის არის რომ ქართველების უმეტესობა სიამოვნებით ეთანხმება ისტორიის გაყალბებას. ჩვენ ხომ სადღეგრძელოების რეალობაში მცხოვრები ხალხი ვართ“...
მასალის გამოყენების პირობები






