შუახევში „ლიტერატურისა და ხელოვნების“ კვირეული გრძელდება
საზოგადოება - 17:08, 07 Aug, 2014     2822

„ვფიქრობ ყოველწლიური იქნება ეს პროექტები და მანამ არ მოვისვენებ, სანამ საზოგადოებაში თეატრის სიყვარულს არ გავაღვივებ, რომ მომავალში შუახევს თავისი თეატრი ქონდეს“- ამბობს იდეის ავტორი და პროექტის ორგანიზატორი ვახტანგ ბერიძე.

„ლიტერატურული დღეები“ შუახევში 8 აგვისტოს დაიწყება. ზემო აჭარას ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა თაობის 40-მე მწერალი, პოეტი და ისტოროკოსი ეწვევა. 8, 9 და 10 აგვისტოს მოეწყობა ლიტერატურული ექსპედიცია - დაგეგმილია სტუმრობა შუახევში არსებულ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებსა და ადგილებში, შემდგომი ისტორიული ესებიის, ლექსების, მოთხრობის, ნოველებისა და ჩანახატების შექმნის მიზნით, რომლებიც პროექტის ფარგლებში თავს მოიყრის სპეცილაურ კრებულში.

პროექტი ასევე მოიცავს შეხვედრებს მწერლებსა და პოტებთან, მათი შემოქმედებითი საღამოების გამართვას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში. პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი შუახევის კულტურის ცენტრის რეჟისორი ვახტანგ ბერიძეა. პროექტი 15 ივლისს დაიწყო და 10 აგვისტოს დასრულდება. „ლიტერატურისა და ხელოვნების კვირეული“ მუნიციპალიტეტის თემებში სხვადასხვა ჟანრის ღონისძიებების ჩატარებას ითვალისწინებს. „ლიტერატურისა და ხელოვნების კვირეულის“ ფარგლებში უკვე გაიმართა მუსიკისა და თეატრის დღეები.

პროექტი მუსიკოსმა ნინო გუგეშაშვილმა და ჯგუფმა „გვენელონმა“ გახსნა. მუნიციპალიტეტს ასევე ეწვია ჯგუფი The Pikupers. 22-23 ივლისს ხულოსა და შუახევში მესხეთის სახელმწიფო თეატრის დასმა სპექტაკლი „დოდოს მოლოდინში“ ითამაშა.

8 აგვისტო ზამლეთის ხეობა

1. 12:00 საათზე - სოფელ ბუთურაულში 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომში დაღუპული გმირის იაგო მიქელაძის საფლავის მონახულება;

2. 13:00 საათზე - სოფელ ნიგაზეულში სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის ციხეზე გაიმართება კრებულის „ზე-კართან“ წარდგინება და პოეზიის საღამო. კრებული გასული წლის ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ ფარგლეში გამოიცა. მასში 30-მდე ავტორის ნაწარმოებებია შესული, მათ შორისაა დათო ტურაშვილი, ვახტანგ ღლონტი, დავით თედორაძე, ბელა ქებურია, გენრი დოლოძე, როინ აბუსერიძე, აჩი ბერიძე და სხვები. ნაწარმოებები მხოლოდ შუახევს მიეძღვნა.

3. 16:30 - შუახევის კულტურის ცენტრის დიდი დარბაზში გაიმართება სპექტაკლი - „მე ტერენტი“ - რეჟისორი სესე მიქავა.

9 აგვისტო მარეთის ხეობაში

1. 10:00 საათი - ოქროპირაულის ციხე;

2. 12:00 საათი - წმინდა გიორგის გამონათლევის ეკლესია;

3. 14:00 საათი - დარჩიძეების ციხე;

4. 15:00 საათი - მთა ჩირუხი, მოიალაღეებთან შეხვედრა. რძის პროდუქრების ნაირსახეობების დამზადების პროცესი გაცნობა,

10 აგვისტო ჭვანის ხეობაში

1. 12:00 საათი - ოთოლთას ციხე

2. 14:00 საათი - სოფელ ხაბელაშვილების სამასი წლის წინათ აგებულის ხის ხიდის მონახულება.

3. 16:00 საათი - ჯვარიმინდორის მონახულება.

4. 18:00 საათი - საათზე შუახევის კულტურის ცენტრში გაიმართება დასკვნითი პოეზიის საღამოს და ადგილობრივი ფოკლორული კოლექტივების კონცერტი.

ვახტანგ ბერიძე, ორგანიზატორი: „პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ მუნიციპლიტეტში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას. დაგეგმილ ღონისძიებეში აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივებიც. მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს კულტურის ცენტრის საქმიანობის მრავალდარგობრივ შემოქმედებით საქმიანობას, ( ანუ ცენტრის მუშაობას მხოლოდ ფოლკლორზე არ იქნება ორიენტირებული). ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში ხელოვნებისადმი ინტერესს. კინო, თეატრი, ალტერნატიული მუსიკა მაღალმთიანეთში იშვიათობაა, ამიტომაც ჩვენი ამოცანაა ხელოვნების ეს დარგები ადგილზე წარვუდგინოთ მათ. პროექტის ამოცანაა „ლიტერატურისა და ხელოვნების კვირეული“ ყველა თაობისა და გემოვნების მაყურებელზე იყოს გათვლილი, კულტურული აქტივობების ამოცანაა მუნიციპალიტეტში კულტურული ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდა თაობის მაქსიმალური ჩართულობა, რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე ხელოვანების სტუმრობა, მათი შემოქმედებითი საღამოების, ნამუშევრების გაცნობა და შუახევის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა“.

პროექტი „ლიტერატურისა და ხელოვნების კვირეული“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „თავისუფალი პროექტების კონკურსი გამარჯვებულია. თანადამფინანსებელი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

მოწვეული მწერლები და პოეტები: 1. მაყვალა გონაშვილი 2. დათო თედორაძე 3 ჯემალ ინჯია 4. ვახტან ღლონტი 5. დათო ტურაშვილი 6. ლიკა ყიფშიძე 7. ირაკლი შამათავა 8. როინ აბუსელიძე 9. გენრი დოლიძე 10. აჩი ბერიძე - 11. ნიკა ფუტკარაძე 12. ზურაბ ზოიძე 13. ნინო გუგეშაშვილი 14. ბელა ქებურია 15 გიზო თავაძე 16. გონერ ჭეიშილი 17 ანა (ქალთამზე) სურმანიძე 18 სოფო ღლონტი 19 ნინო მოდრეკილაძე 20. ბადრი თევზაძე 21.სანდრო ბერიძე 22 ტარიელ ებრალიძე 23.გიორგი მახარობლიძე 24.შალვა ხმალაძე 25.დავით დუმბაძე 26. მირიან გორგილაძე 27. რუსა ლორთქიფანიძე 28. მარიამ ჩალიგავა 29. ანა ვარშანიძე 30 მატას სალაჯიუს (ლიტვა) 31 ცისანა ანთაძე

პროექტის მედია პარტნიორები: აჭარის ტელევიზია, 25 არხი, რადიო აჭარა, გაზეთები - „აჭარა“, „ბათუმელები“, „newpost“, „შუახევი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42