გია მურღულია: პედაგოგების პროფესიული განვითარების ახალი სისტემა კითხვებს ბადებს
საზოგადოება - 16:43, 07 Aug, 2014     1611

კერძო სკოლა "ლოგოსის" დირექტორი გია მურღულია მასწავლებლების სერთიფიცირების თემის შეცვლასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის ინიციატივას აფასებს. მურღულია „ნიუპოსტთან“ საუბარში ამბობს, რომ მასწავლებლების პრაქტიკული საქმიამობის შეფასების იდეა მნიშვნელოვანია, თუმცა ამავდროულად, ეს სისტემა ბევრ კითხვას ბადებს.

„მე როგორც ვიცი ახალი სისტემა ინერგება პროფესიული განვითარებისთვის. თვითონ იდეა, რომ მხოლოდ სერტიფიცირების და გამოცდის საშუალებით არ შეფასდეს მასწავლებელი, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მასწავლებლობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, თუ რა იცის მასწავლებელმა. მასწავლებლობა უფრო მეტად ნიშნავს იმას, თუ როგორ იყენებს ის იმას, რაც იცის და რაც სხვას უნდა ასწავლოს. თუ ამ მიმართულებით იდგემა ნაბიჯი, რომ მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა შეფასდეს, ეს მისასალმებელია. თუმცა იბადება ბევრი კითხვა თუ როგორ იქნება ორგანიზებული ეს პროცესი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორ გარემოს დაახვედრებს სახელმწიფო ამ ახალ სისტემას, რომ ის მომხიბვლელი იყოს მასწავლებელთათვის“, - აცხადებს მურღულია.

ის არ გამორიცხავს, რომ მასწავლებლების პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შემთხვევაში არსებობდეს კორუფციის საშიშროება.

„ასეთი საშიშროება ყოველთვის არსებობს. როდესაც მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაზე მიდგება საქმე, აქ ბუნებრივია სრულიად გამორიცხულია ის ამბავი, რომ ცენტრალიზებულად მოხდეს შეფასება. ბუნებრივია ამ საქმეში ერთვება სკოლა, მაგრამ როგორ ჩაერთვება და რა ადამიანური რესურსით ჩაერთვება ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ზუსტი და მკაფიო იქნება ინსტრუქციები იმ ადამიანებისთვის ვინც ამას გააკეთებს. როგორც ვიცი ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კათედრის ხელმძღვანელები ჩაერთვებიან ამ საქმეში. ეს მოითხოვს უზარმაზარ ძალისხმევას როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული განხორციელების თვალსაზრისით. როგორც უკვე გითხარით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა. საზოგადოებამ და მასწავლებლებმა მკაფიოდ უნდა გაიგონ თუ როგორი სისტემა იქნება ეს“, - განაცხადა მურღულიამ.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42