ურეკში ტურისტული ბუმია
საზოგადოება - 16:03, 07 Aug, 2014     11522

ზღვისპირა კურორტზე დამსვენებლების უპრეცენდტო რაოდენობა დაფიქსირდა, როგორც სასტუმროების მეპატრონეების ნაწილი აცხადებს, გასულ წელთან შედარებით, წელს ტურისტების რაოდენობა გაორმაგებულია. განსაკუთრებით გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა უკრაინიდან, ბელორუსიდან და რუსეთიდან. სასტუმრო ,,ალბატროსის’’ მეპატრონის, მედეა ხუჭუას ინფორმაციით, სეზონზე სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობს.

„ივლისში ბევრი დამსვენებელი მივიღეთ, ჩვენს სასტუმროს ძირითადად უცხოელები სტუმრობენ. წელს 2013 წელთან შედარებით ჩვენთან რუსეთიდან 40%-ით, უკრაინიდან 30%-ით მეტი დამსვენებელი შემოვიდა. აგვისტოში ძალიან გაიზარდა მოთხოვნა აზერბაიჯანიდანაც. სექტემბრისთვის ფასები დაიკლებს, შემოდგომაზე უფრო მეტ ქართველ დამსვენებელს ველოდებით.“-აცხადებს მედეა ხუჭუა.

ურეკში ტურისტების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს სასტუმრო ,,ევკალიპტის’’ მეპატრონე აკაკი ფანჩულიძეც.

„ ორჯერ გაიზარდა დამსვენებლების რაოდენობა, ამიტომ ჩვენ სასტუმროს გაფართოებას ვგეგმავთ. მომავალ წელს უფრო მეტი ნომერი გვექნება. ყოველდღე ჩვენთან დაახლოებით 20 ოჯახი შემოდის, რომელსაც ნომრის აღება სურს, მაგრამ ადგილები ფიზიკურად აღარ არის. უცხოელი ტურისტები ძირითადად ბელორუსიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან ჩამოდიან, ასევე- ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, წელს გვყავდა ტურისტები პოლონეთიდან, ბელგიიდან. განსაკუთრებით მზარდია ტურისტების ნაკადი უკრაიდან..“

ტურისტების რაოდენობის ზრდაზე საუბრობენ სასტუმრო ,,თბილისშიც’’.

ურეკში სასტუმროების ფასი ერთ ადამიანზე 50-80 ლარის ფარგლებში მერყეობს. სერვისში შედის 3 ჯერადი კვება, ე.წ. შვედური მაგიდით. კერძო ბინებში კი ერთი ადგილი დაახლოებით 15-30 ლარი ჯდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42