„ფიგარო“ ფრანგ ტურისტ ქალზე, რომელიც ქართველმა მებაჟეებმა „დააკავეს“
საზოგადოება - 14:44, 07 Aug, 2014     2634

„ფიგარო“, საქართველოში მყოფი იმ ფრანგი ტურისტი ქალის შესახებ წერს, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება სასამართლო პროცესს. სასამართლომ კი შეიძლება მას ჯარიმის სახით 2500 ევრო გადაახდევინოს. მიზეზი, რამაც ქართველი მებაჟეები კანონით აამოქმედა და რასაც ფრანგი ტურისტის გაოცება მოჰყვა, თავის ტკივილის წამალი -დეფალგანია. სწორედ ეს წამალი უპოვეს ქართველმა მებაჟეებმა ტურისტს... ამ ფაქტს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მწერალი და პუბლიცისტი პაატა ქურდაძე „ფეისბუქზე“გამოეხმაურა.

პაატა ქურდაძე: „ქართველი მებაჟეები ფრანგ ტურისტს უკან აღარ უშვებენ, რადგან ეს წამალი შეიცავს კოდეინს, რაც საქართველოში აკრძალულ წამლების სიაში ყოფილა... ახლა, თურმე პოლიციის განყოფილების წინ მანქანაში ათევს ღამეს, - 2500 ევრო მიუსაჯეს ჯარიმა, მაგრამ ეს სასამართლომ უნდა დაადასტუროს... სასამართლოს თარიღი კი ჯერ დაზუსტებული არ არის. საფრანგეთის კონსულს უთქვამს, - ეს პოლიტიკური საქმე არ არისო და ხელები დაუბანია... მადლობა თქვით, ციხეში რომ არ ჩაგსვესო. ეს წამალი საფრანგეთში ანალგინივითაა... მეც ჩამომიტანია. გააფრთხილონ მაინც ტურისტები რა წამლებია აკრძალული და რა შემთხვევაში, თორემ ამ ქალის დღეში როგორც ჩანს სხვა ფრანგებიც ყოფილან და სოლიდარობის ნიშნით ერთად აპროტესტებენო :( ახლაც - ათასნაირი წამალი გამომატანა ჩემმა ცოლმა ყოველი შემთხვევისათვის - ბავშვებს რამე არ დაემართოთო... არ ვიცი როგორ გავარკვიო, რომელიმე მათგანის გამო ციხე ხომ არ მემუქრება“...

როგორც „ნიუპოსტისთვის“ სხვა ფრანგული პუბლიკაციიდან გახდა ცნობილი, ფრანგი ტურისტი ქალი ახალციხის პოლიციასთან ცხოვრობს მანქანაში... ის მანქანით საქართველოში თურქეთიდან ჩამოვიდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42