2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 6 წლის თავზე ქალაქში, რომელსაც რუსული აგრესიის კვალი დღესაც ატყვია, სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. გორში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ორგანიზებით მშვიდობიანი აქცია გაიმართა. დიდების მემორიალი რიგით მოქალაქეებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს. აქციაზე მივიდა გორის ახლადარჩეული მერი ზურაბ ჯირკველიშვილიც. როგორც აქციის ორგანიზატორები „ნიუპოსტთან“ საუბრისას ამბობენ, ღონისძიების მიზანია, რომ საზოგადოებას შეახსენონ თუ რა ზიანი მოაქვს ხალხისთვის ომს.
აქცია ქალაქში მსვლელობით გაგრძელდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ, სადაც სასულიერო პირებმა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
დღესვე, საღამოს 22:00 საათზე, გორის ცენტრში მერიის ორგანიზებით, სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებითგადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართება.
ხვალ, ათობით ღონისძიებაა დაგეგმილი. ქალაქში სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირებს ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






