ბათუმს ახალი ლოგო აქვს
საზოგადოება - 14:30, 07 Aug, 2014     2182
ქალაქ ბათუმს ახალი ლოგო შეურჩიეს, ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “ეისითი” ავრცელებს. ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კომპანია ბათუმის ლოგოსთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობასაც ეხმაურება:

"ლოგო ყოველთვის ხდება დავის მიზეზი, მაგრამ არჩევანის გაკეთების დროს მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ის იდეა, რასაც ლოგო უნდა გადმოსცემდეს.

იდეა კი ასეთია: ბათუმი არის თავისუფლების, ჩარჩოებს გარეთ აზროვნების ქალაქი, რომელიც შენ შენი თავის, ოცნებების, სურვილების, შესაძლებლობების გამოხატვის საშუალებას გაძლევს. ეს ერთგვარი თავისუფლების დღესასწაულია, რომელსაც ლოგოში ფოერვერკი გამოხატავს.

ჩვენთვის გასაგებია, რომ ადამიანებს გული წყდებათ, როცა ვერ მონაწილეობენ ასეთ მნიშვნელოვან პროექტებში. თუმცა არ არის გასაგები ის ტაქტიკა, რომელსაც ზოგიერთი მათგანი იყენებს კონკურენტთან ბრძოლაში. ზოგი ისე შორს მიდის, რომ კონკურენტის სიძულვილით ეჭვქვეშ აყენებს კლიენტის, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურის კომპეტენციას.

თუმცა სასიხარულოა, რომ კონკურენტებშიც არიან პროფესიონალები, რომლებიც სხვისი შემოქმედების კრიტიკის თუ შეფასების დროს არიან თანმიმდევრულნი და ობიექტურები.

ბრენდირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ იმ მოქალაქეს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ქალაქ ბათუმის ლოგოს შერჩევის პროცესში" - ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმის ლოგოს შერჩევაში სულ 2429 -მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 1243-მა (51.17%) ლოგოს მესამე ვარიანტს მისცა ხმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42