„გულში ვერ ეტევა ხანდახან ეს სულელური აღტაცება. ხოდა, მგონი ეს სისულელე უდრის ბედნიერებას“, - ამბობს ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე და შვილთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.
ნათია ფანჯიკიძე: „მშობლობის ერთი ყველაზე სასიამოვნო მხარე არის ის, რომ სულელდები, შენი შვილი და მისი მეგობრები მსოფლიოში ყველაზე კარგები და ლამაზები გგონია. ძალიან ახალგაზრდა დედა რომ ვიყავი, შვილების სურათებს არავის არ ვჩრიდი ცხვირში, მერიდებოდა, იძულებული რომ უნდა გაგეხადა ვინმე, ეთქვათ, რა საყვარლები არიანო. რაც ასაკი მემატება, სულ დავკარგე ტაქტი და მორიდება. გულში ვერ ეტევა ხანდახან ეს სულელური აღტაცება. ხოდა, მგონი ეს სისულელე უდრის ბედნიერებას. ჩემი კატმანდუ და ასევე ჩემი ქეთო, ჩემი ბავშვობის მეგობრების შვილი, ორი გოგო, ორი ცალი ქართველი, კეთილი, ლამაზი და ჭკვიანი“...
მასალის გამოყენების პირობები






