გიორგი ამაშუკელი ამაბასადორიალზე სიტყვით გამოვიდა
საზოგადოება - 16:20, 06 Aug, 2014     1691

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ ამბასადორიალზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სიტყვით გამოვიდა.

ამბასადორიალის მე-6 პანელზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებს ეხებოდა, გიორგი ამაშუკელმა იმ ძირითადი მიმართულებებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. გიორგი ამაშუკელმა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის ეფექტურ გამოყენებასა და ამ კუთხით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, გზების რეკონსტრუქცია და ახალი მონაკვეთების მშენებლობა ტურიზმის განვითარებასა და კერძო ინვესტიციების შემოდინებას უწყობს ხელს, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.

გიორგი ამაშუკელმა დამსწრე საზოგადოებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მიმდინარე და დასრულებული მშენებლობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ, ბოლო წლებში, მშენებლობის ტემპებსა და დაფინანსების წყაროების ზრდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რეგიონების ინფრასტრუქტურული განვითარება დაასახელა და აღნიშნა, რომ პროექტები, რომელსაც სამინისტრო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და თანადაფინანსების საფუძველზე ახორციელებს, რეგიონებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს, რაც რეგიონებს ეკონომიკურ გაჯანსაღებასა და კერძო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.

გიორგი ამაშუკელმა, ასევე, ისაუბრა, მთავრობის მიერ ახლახან დამტკიცებულ 2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული პოლიტიკის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, შესაბამის პრიორიტეტებსა და ღონისძიებებს და ადგენს საჭირო პირობებს, ქვეყნის რეგიონების დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42