,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, კონფერენციას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დაესწრებიან საზოგადოება ,,ივერიას“ წარმომადგენლები, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, ,,ევროპელი დემოკრატები“, ,,ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“, ,,ილია ჭავჭავაძის“ საზოგადოება, ზურაბ ხარატიშვილის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გაერთიანება.
,,ნიუპოსტთან“ საუბარში მოძრობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარემ მალხაზ პატარაია აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში არსებულ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს და მის უკან რუსული ინტერესებს ხედავს. ორგანიზაცია ,,დაბრუნების“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეს არსებული ვითარების ფონზე, როცა ქვეყანა მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოწვევების წინაშე დგას, არ შეიძლება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრების პოზიცია და ქმედება საეჭვოდ ემთხვეოდეს რუსეთის მიზნებს. პატარაია მიიჩნევს, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გადარჩევა არჩევნების გზით გადაუდებელი ამოცანაა.
მასალის გამოყენების პირობები






