სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოლიდარობის ფონდის პროგრამას უერთდება
საზოგადოება - 11:16, 05 Aug, 2014     1649

სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია წარმოადგინეს. პრეზენაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების უფროსები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ფონდი 2014 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ მიუხედევად ბოლო პერიოდში ჯანდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებისადა სპეციალური პროგრამებისა, ასეულობით ბავშვი საჭიროებს დახმარებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო.

ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ანკატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფად და პრიორიტეტულ სოციალურსაჭიროებებზე მიმართვა. საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. აქციაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება აღნიშნულ ინიციატივას, მზად არის ჩაერთოს საქველმოქმედო აქტივობაში და სოციალურად დაუცველი პირების მკურნალობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მონაწილეობით დაფუძნდა საქართველოს სოლიდარობის ერთიანი ფონდი. დაგეგმილი გვაქვს საჯარო სექტორში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეებისათვისწარმოვადგინოთ ამ ფონდის პრეზენტაცია.ჩვენი მიზანია, საჯარო მოხელეები გავერთიანდეთ და ნებაყოფლობითი შენატანების საფუძველზე ფონდს საშუალება მიეცეს, რაც შეიძლება მეტ ბავშვს გაუწიოს დახმარება. სწორედ ამიტომმიგვაჩნია საჭიროდ, ყველა საჯარო უწყებაში ფონდის პრეზენტაციის ჩატარება. ჩვენ ვიქნებით მაგალითი სოლიდარული საზოგადოებისა, რომელიც ძალისხმევას არ დაიშურებს ბავშვების გადასარჩენად“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კაბახიძემ.

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, მარიამ ჯაშის განცხადებით, „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული პროექტია, რომლებიც საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში ის ყველაზე მწვავე სოციალური და სამედიცინო საჭიროებები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება პრობლემად საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების ფონზე, მთლიანად იყოს დაფარული.

„თუკისაჯარო მოხელეები გავერთიანდებით და 400 000 ლარამდე მიკროდონაციებს განვახორციელებთ, 22 წლამდე ასაკის 150-მდე პაციენტის სამედიცინო, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო საჭიროებების გადაჭრის საშუალება გვექნება. პროექტი გახლავთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივია, რომელშიც გაერთიანებული არიან ჯანდაცვის, ფინანსთა, ეკონომიკის, იუსტიციის სამინისტროები და მთავრობის ადმინისტრაცია. ფონდი იფუნქციონირებს აბსოლუტურად გამჭვირვალედ“, - განაცხდა მარიამ ჯაშმა.

ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და მონაწილე იქნება აღნიშნული ინიციატივის. „პრემიერის მიერ ინიცირებული საქართველოს სოლიდარობის ფონდი ნამდვილად უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, რომელიც აპრობირებულია ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში და შესაბამისად თავი იჩინა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე ეფექტურმა მიდგომამ. შესაბამისად ჩვენი სამინისტრო უერთდება ამ ინიციატივას“-განაცხდა ოთარ დანელიამ.

აგვისტოს ბოლოს პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42