თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
საზოგადოება - 08:31, 05 Aug, 2014     1729

სარემონტო სამუშაოების გამო დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ინფორმაციით, ქვესადგურ „დიღომი 2“-ში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10”00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელ ზურგოვანის და მისის დასახლების 226 აბონენტს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის 123 აბონენტს, 11:00-დან 16:00 საათამდე დიღმის სასწავლო მეურნეობის, შარტავას, ხვიჩიას, საბურთალოს და იოსებიძის ქუჩების 692 აბონენტს.

ქვესადგურში „საბურთალო-2“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, ჩხეიძის და მარიჯანის ქუჩების 1920 აბონენტს.

ქვესადგურში „მუხიანი“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის და ავშნის ქუჩის 45 აბონენტს. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VI და VII მიკრორაიონების 690 აბონენტს. 13:00-დან 16:00 საათამდე - გლდანის VI მიკრორაიონის, თიანეთის, მიქატაძის და ხერგიანის ქუჩების 714 აბონენტს.

ქვესადგურში „მცირე ნავთლუღი“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო

10:00-დან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის, მანავის, იუნკერთა,

დოდაშვილის, საექიმოს, ჩკალოვის, სახალხოს, ჰოსპიტლის და ლერწმის ქუჩების 1103 აბონენტს, 11:00-დან 14:00 საათამდე - ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის და მეველეს ქუჩის 814 აბონენტს.

ქვესადგურ „ბაგებში“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 13

საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, აბაშიძის, დარიალის, ტიციან ტაბიძის, მუხაძის და მიშველაძის ქუჩების 1455 აბონენტს, 11:00-დან 15:00 საათამდე - ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 16 საათამდე შეზღუდვა

შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის, რომის, კოლხეთის, ჭოროხის და კიევის ქუჩების 875 აბონენტს. 11:00-დან 15 საათამდე - ჩუბინაშვილის ქუჩის 126 აბონენტს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბეჟანიშვილის, ქართლის, ღოღობერიძის, კნოლევის და ქსოვრელის ქუჩების 388 აბონენტს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და გახოკიძის ქუჩების 140 აბონენტს.

კრწანისის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კალანდაძის, ნადიკვარის და ბერძნის ქუჩების 837 აბონენტს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის და სამტრედიის ქუჩების 426 აბონენტს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42