მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის ახალი წესი vs სამართლიანი სასამართლოს უფლება
საზოგადოება - 20:03, 04 Aug, 2014     1534
მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული იქნა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც დეტალურად ითვალისწინებს სამი წლის გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის საქმიანობის შეფასებისა და შემდგომ მისი უვადოდ დანიშვნის საკითხის გადაწყვეტას.

ზოგადად, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესს, რომელიც 2013 წლის სექტემბერში იქნა შემოღებული პარლამენტის მიერ, არ ვეთანხმებით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ საქმიანობის დადებითი შეფასების მოლოდინით მოსამართლეებმა შესაძლებელია არ გამოავლინონ საქმეთა განხილვისას დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მაღალი ხარისხი.

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საერთაშორისო სტანდარტები, სახელმწიფოებს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას თვითონ განსაზღვრონ მოსამართლეთა დანიშვნის კონკრეტული, მაგრამ ამავდროულად გამჭვირვალე და ობიექტური პროცედურები.

თუმცა, ნიშანდობლივია ზოგიერთი საერთაშორისო აქტის დამოკიდებულება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის მიმართ. მაგალითად მოსამართლის სტატუსის შესახებ ევროპული ქარტია და განმარტებითი მემორანდუმი მიუთითებს სახელმწიფოებს იმ სირთულეებზე, რომელიც დაკავშირებულია გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფასთან – ,,Clearly, the existence of probationary periods or renewal requierements presents difficulties if not dangers from the angle of the independence and impartiality of the judge in question, who is hopimg to be established in post or to have his or her contract renewed.,“ para. 3.3, General Principles of Memorandum, European Charter on the statute for judges and Explanatory Memorandum (DAJ/DOC (98)).

ასევე ყურადსაღებია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, სამართლიანი სასამართლოს არსებობის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესი და მათი უფლებამოსილების ვადა - Julios Kloiber Schlachtof GMNH and others v. Austria, 04.07.2013; Baischer v. Austria, 20.12.2001; Findlay v. the United Kingdom, 25.02.1997.

საზოგადოების ყურადღება გვსურს მივაპყროთ ახალ ნორმას, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეთა შეფასების შედეგებთან, კერძოდ:

კანონპროექტის 364–ე მუხლის შესაბამისად, მოსამართლის 3 წლის საქმიანობიდან შესწავლას ექვემდებარება მის მიერ განხილული საქმეები, რა დროსაც ფასდება მოსამართლის კვალიფიკაცია და უნარები. შეფასების უარყოფითი შედეგები სხვა კრიტერიუმებთან ერთად შესაძლებელია გახდეს მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე უარის შესახებ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველი.
ამ საქმეების შეფასების შედეგი არ შეიძლება გახდეს ამ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გადასინჯვის საფუძველი.

ამ ნორმის პრაქტიკაში გამოყენება გულისხმობს შემდეგს:

გამოსაცდელი ვადით დანიშნულმა მოსამართლემ განიხილა კონკრეტული საქმე (სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის საქმე), რასაც ბუნებრივია დაინტერესებული მხარეებისათვის მოჰყვა კონკრეტული შედეგები: ქონების ჩამორთმევა, ჯარიმის დაკისრება, სხვადასხვა ქონებრივი ვალდებულებების დაკისრება, სასჯელის დანიშვნა და ა.შ.,

ანუ, ვღებულობთ ორ ერთმანეთთან შეუთავსებელ ვითარებას: ერთის მხრივ მოქალაქეები და ორგანიზაციები, რომლებიც ვალდებულნი არიან კანონის ძალით დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მეორეს მხრივ ყოფილი მოსამართლე, რომელსაც უარი განუცხადეს უვადოდ დანიშვნაზე იმიტომ, რომ კონკრეტულ საქმეების განხილვის დროს, რომელზედაც გამოიტანა გადაწყვეტილებები, მას დაუწუნეს კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები.

მიგვაჩნია, რომ ასეთი წინააღმდეგობრივი პრაქტიკა არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს უფლების პრინციპს და არგუმენტად მოგვყავს ისევ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობა კონკრეტულ საქმეებზე, კერძოდ:

საქმეზე Oleksandr Volkov v. Ukraine, 9.01.13, სასამართლო აცხადებს, რომ ,,ამ თვალსაზრისით გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება წარმოჩენასაც (სამართლიანი სასამართლოსი) კი. სხვა სიტყვებით, მართლმსაჯულება არა მარტო უნდა განხორციელდეს, არამედ ასევე წარმოჩენილი უნდა იქნას, რომ მართლმსაჯულება ხორციელდება - ,,justice must not only be done, it must also be seen to be done.”

ამ მსჯელობას სტრასბურგის სასამართლომ საფუძვლად დაუდო დებულება საქმიდან De Cubber v. Belgium, 26.10.1984, რომლის თანახმადაც სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა ასევე გულისხმობს სასამართლოს მიერ ნდობის დამსახურებას დემოკრატიულ საზოგადოებაში - ,,what is at stake is the confidence which the courts in a democratic society must inspire in the public.”

ხსენებულიდან გამომდინარე, თუ მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მოუწევთ იმ გადაწყვეტილებების დამორჩილება და შესრულება, რომლის გამომტანი მოსამართლეებიც იუსტიციის საბჭომ დაიწუნა იმის გამო, რომ მათ არაკვალიფიციურად განიხილეს ეს საქმეები, ცხადია სასამართლო ხელისუფლების მიმართ გაჩნდება უნდობლობა, რაც, საერთაშორისო სამართლის განმარტებით ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას.

რეფორმატორთა კლუბი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი წარმოდგენილი სახით, მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების სისტემა დანერგოს მხოლოდ იუსტიციის სკოლის საქმიანობის ფარგლებში და დადებითი შედეგების შემთხვევაში დაუშვას კანიდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე პირდაპირ, ყოველგვარი გამოსაცდელი ვადის გარეშე უვადოდ დანიშვნა.


ირაკლი კობიძე

,,რეფორმატორთა კლუბი“




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42