9 არასამთავრობო ორგანიზაცია ბაქოში მომხდარ ინციდენტზე შსს-ს ადექვატურ რეაგირებს სთხოვს
საზოგადოება - 15:38, 04 Aug, 2014     1721
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარმა ჩრდილი მიაყენა არა მხოლოდ ქართული სპორტს, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და მისი საერთაშორისო იმიჯიც დააზარალა.

განცხადებას ხელს აწერს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია.

,,2014 წლის 24 ივლისს, თბილისში, ლოკომოტივის სტადიონზე საჩხერის “ჩიხურასა” და თურქეთის “ბურსასფორს” შორის ევროპის ლიგის შესარჩევი მატჩი გაიმართა, რა დროსაც გამარჯვების მომტანი გოლის ავტორმა ფეხბურთელმა თორნიკე მუმლაძემ შეურაცხმყოფელი ჟესტი აჩვენა თურქ გულშემატკივარს. აღნიშნულს მოყვა გუნდების გულშემატკივრების, ფეხბურთელების და მოგვიანებით, მედიის წარმომადგენლების დაპირისპირებაც. იმავე მატჩის მსვლელობის დროს ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა ნაცისტური მისალმებითა და დროშით ანტითურქული გამოსვლაც მოაწყო.

ზემოაღნიშნულის გამო, უეფამ საჩხერის გუნდს სანქციები დაუწესა – ქართული კლუბი 15 ათასი ევროთი დაჯარიმდა, მომდევნო შეხვედრებზე კი სტადიონის ტრიბუნები დახურული იქნება.

ერთ კვირის შემდეგ, იმავე გუნდის თამაშის დროს ნაციონალისტურ ნიადაგზე მაპროვოცირებელი ნიშნების შემცველი ქმედება კვლავ განხორციელდა: 31 ივლისს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე გულშემატკივრების მიერ გამოფენილ საქართველოს რუკაზე აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილიც იყო დატანილი.

მართალია აღნიშნულის გამო, მოგვიანებით, “ჩიხურას” პრეზიდენტმა ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღწერილ ინციდენტებზე, თუ საქართველოს სპორტის მინისტრის ლაკონურ კომენტარს არ ჩავთვლით, უეფას სანქციები ერთადერთი ოფიციალური პასუხი აღმოჩნდა, არც ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც საკუთარ ინტერნეტ გვერდზე “ჩიხურას” 24 ივლისის გამარჯვებას “გმირულს” უწოდებს და არც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პასიურობა მიანიშნებს, რომ თავდაპირველად მომხდარ ინციდენტზე მათი რეაქცია სუსტი და არასათანადო იყო, რის გამოც გაცილებით საშიში და ქვეყნისთვის საფრთხილო პროვოკაციის მომსწრენი გავხდით. ასეთი მიდგომა, ჩვენი აზრით, შემდგომშიც წაახალისებს იმავე ხასიათის ქმედებებს, როგორც ფეხბურთელების, ასევე მათი გულშემატკივრის მხრიდან.

ასევე, მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც ლოკომოტივის სტადიონზე გამართულ მატჩს ესწრებოდნენ, უფრო აქტიურად უნდა ემოქმედათ დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად, კერძოდ კი, დაუყოვნებლივ უნდა აღეკვეთათ ნაცისტური გამოსვლები, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული საშუალებებით უნდა ემოქმედათ.

მოვუწოდებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, სერიოზულად მოეკიდოს სპორტული ღონისძიებების მიმდინარეობისას გამოვლენილ დისკრიმინაციულ ქმედებებს და შესაბამისი სანქციები დაუწესოს ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებსა და კლუბებს.

მოვუწოდებთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური შეფასება მისცეს ზემოთ აღწერილ ინციდენტებს და სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებთან ერთად პრევენციული ღონისძიებები გაატაროს მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ეთნიკური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე და შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს მომავალში დისკრიმინაციის საჯარო გამოვლინებების, ასევე, სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების პრევენციისა და აღკვეთისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელ აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI

მედიის განვითარების ფონდი, MDF

იდენტობა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI

საქართველოს რეფორმების ასოციაცია, GRASS

საფარი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC

უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი, ECMI

კონსტიტუციის 42-ე მუხლი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42