როგორც უკვე ცნობილია ლელა მებურიშვილმა ამერიკაში იმშობიარა. ის 4 ივლისს პატარა ალექსანდრეს დედა გხდა. ლელა ამჯერადაც ჩიკაგოშია პატარასთან და მეუღლესთან ბაჩო საგანელიძესთან ერთად. მსახიობი საქათველოში ჩამოსვლას სექტემბრისთვის გეგმავს:„ ახალი სამუშაო წელი სექტემბრიდან იწყება. ჩემს ცხოვრებაში ისეთი სიახლეა, რომ საოცარი შეგრძნებებით ვარ სავსე, შესვენებას არ ვაპირებ“ -ამბობს ლელა მებურიშვილი.
ლელა მებურიშვილი: „ჩიკაგოში ჩვენი ბევრი მეგობარია. ძალიან მიხარია, რომ აქ მოვხვდი, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და ყოველთვის კარგად გამახსენდება, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საოცარი პერიოდი. ალექსანდრესთან ერთად უკვე ვსეირნობთ და დავდივართ სტუმრად. ალექსანდრეს ერთი მეგობარიც ჰყავს, რომელიც მასზე ერთი კვირით უმცროსია. ბოლო თვეებში მე და სალი, ფეხბურთელ თორნიკე შენგელიას მეუღლე ხშირად ვიყავით ხოლმე ერთად, ამიტომ ბავშვები მუცლიდანვე მეგობრობენ.
საქართველოში
საქართველოში ყველა ძალიან მომენატრა და რა თქმა უნდა მალე მინდა ვნახო. თუმცა აქაც ძალიან მომწონს და ისეთ ქალაქში როგორც ჩიკაგოა დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი - რასაკვირველია თუ ჩემი პროფესიით ვიქნებოდი დაკავებული და საინტერესო საქმე მექნებოდა. მაგრამ ახლა თბილისში უამრავი ადამიანი გველის, ერთი სული აქვთ როდის გაიცნობენ ალექსანდრეს.
„ბაჩო პატარას მე მამსგავსებს“
ბაჩო მშობიარობასაც ესწრებოდა. ექიმთან არცერთი ვიზიტი არ გამოუტოვებია. პატარას მე მამსგავსებს. მე კი მგონია რომ ბაჩოსჰგავს. მგონი ლოყა ეჩხვლიტება და ამით ნამდვილად მე მგავს. პირველი დღიდან მარტო ვუვლი ბაშვს და ძალიან მეხმარბა ბაჩო, მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. ბედნიერი ვარ რომ ასეთი თბილი და ყველასაგან განსხვავებული ადამიანი შემხვდა“.
წყარო: ჟურნალი OK-საქართველო
მასალის გამოყენების პირობები






