პატრიარქი ფილარეტი სააკაშვილზე: ნათქვამია, დავამარცხებ მწყემსს და დაიფანტებიან ცხვრები
საზოგადოება - 12:17, 04 Aug, 2014     5251

სრულიად უკრაინის კათოლიკოს პატრიარქი ფილარეტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. „პოსტკრიპტუმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უწმინდესმა მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა, ასევე აღნინა, რომ მას ილია მეორესთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და „ მოვა დრო როცა დამოუკიდებელი მართლმადიდებელი პატრიარქები ერთად ილოცებენ“.

პატრიარქის განცხადებით, მოსკოვს სურს ეკლესია კონტროლის ქვეშ ჰყავდეს, რადგან თუ არ იქნება დამოუკიდებელი ეკლესია არც დამოუკიდებელი სახელმწიფო იარსებებს:

„ეკლესია ქვეყნის სულიერი ფუნდამენტია, მოსკოვს სურს ეს ფუნდამენტი თავის კონტროლის ქვეშ ჰყავდეს. თუ არ იქნება დამოუკიდებელი ეკლესია, არ იქნება დამოუკიდებელი სახელწიფო. მოსკოვმა ეს კარგად იცის, ამიტომაც ბრძოლა გაამწვავა უკრაინის ეკლესიის წინააღმდეგ, გაყო და ორად გახლიჩა მრევლი. ამ ბრძოლას დღემდე ვაგრძელებთ, ახლა, როცა მოსკოვმა აგრესიით, მაგრამ დროებით წაგვართვა ყირიმი და აწარმოებს ომს დომბასში, ხალხმა დაინახა რომელი ეკლესია არის ხალხთან და რომელი კრემლთან“, - განაცხადა უწმინდესმა.

უწმინდესის განმარტებით, მოსკოვი ვერ განთავისუფლდა იმპერიალიზმის სინდრომისგან და სწორედ ამიტომ არის სახეზე ის კონფლიქტები რაც რეალობაში არსებობს:

„მიზეზი იმაშია, რომ მოსკოვი ვერ გათავისუფლდა იმპერიალიზმის სინდრომისგან,ხან საქართველოში გააჩაღა ომი, არ გამოუვიდა და უკრაინაზე გადმოერთო, დაიპყრო ყირიმი და ახლა დონბასის ოკუპაცია უნდა, მაგრამ გამარჯვება ჩვენს მხარესაა, რადგან ჩვენ მართლები ვართ. უკრაინა არავის დასხმია თავს, უკრაინას თავს დაესხა რუსეთი“, - აღნიშნა პატრიარქმა უწმინდესმა.

პატრიარქი ფილარეტი ინტერვიუში აცხადებს, რომ საპატრიარქო აქტიურად ეხმარება უკრაინის არმიას. მისი განცხადებით, უფალი ბოროტებასაც სიკეთედ გადააქცევს, რადგან რუსეთს უკრაინის დაქუცმაცება სურდა, თუმცა იგი ძლიერ ქვეყნად გადაიქცა:

„კიევის საპატრიარქო ძალიან აქტიურად ეხმარება უკრაინის არმიას, შევაგროვეთ ფული და თავდაცვის სამინისტროს გადავეცით, შევიძინინეთ მედიკამენტები, ტანსაცმლი, ჯავშანჟილეტები, საკვები პროდუქტები, ეს დახმარება ეძლევა არა მხოლოდ არმიას, არამედ დევნილებს და იქ დარჩენილ მოსახლეობას, რუსეთმა დიდ განსაცდელთან ერთად სარგებელიც მოგვიტანა, უფალი ბოროტებასაც სიკეთედ გადააქცევს, ჩვენი დაქუცმაცება უნდოდათ, მაგრამ უკრაინა ერთიან, ძლიერ ქვეყანად გადაიქცა. ქართველებს და უკრაინელებს მხოლოდ საერთო მტერი არ გვაერთიანებს. ჩვენ ორი მონათესავე ერი ვართ. ერთად მიგვიღეს ასოცირებულ წევრად ევროკავშირში, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რუსების ზრახვები და ძალიან ვაფასებ თქვენს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. მან დიდი რეფორმები გაატარა თქვენს ქვეყანაში და ის თავისი ქვეყნის ერთგული შვილია“, - აღნიშნა უწმინდესმა.

მისი განცხადებით მიხეილ სააკაშილის დაკავებით მარტივი იქნება ერის დამორჩილემა. უწმინდესის განცხადებით უკრაინის ეკლესია ძალიან აფასებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს:

„ვის აწყობს მიხეილ სააკაშვილის დაკავება? ნათქვამია, დავამარცხებ მწყემსს და დაიფანტებიან ცხვრები. არ იქნება ლიდერი და ადვილი იქნება ამ ერის დამორჩილება. საქართველოს კი ჰყავს ერთგული და ენერგიული ლიდერი, რომლსაც ჩვენც ძალიან ვაფასებთ. მიხარია, რომ უკრაინას და საქართველოს, კიევის საპატრიარქოსა და ეკლესიას შორის თბილი დამოკიდებულებაა“, - აცხადებს პატრიარქი.

უწმინდესი ილია მეორეზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მოვა დრო, როცა ორი ქვეყნის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი პატრიარქები ერთად ილოცებენ:

„მე არა მხოლოდ ვიცნობ საქართველოს პატრიარქს, არამედ მე მისი მასწავლებელიც ვიყავი, როცა ის მოსკოვის სემინარიაში სწავლობდა. პატრიარქ ილიასთან არაერთხელ ვყოფილვარ სტუმრად საქართველოში. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, საქართველოს ეკლესია აფასებს ჩვენს საპატრიარქოს. მან თავად გაიარა ავტოკეფალიის მოპოვების რთული გზა. ამიტომ, ის პატივისცემით თანაგვიგრძნობს. მოვა დრო და ჩვენ ერთად ვილოცებთ, როგორც დამოუკიდებელი მართლმადიდებელი პატრიარქები. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ჩვენთან არს ღმერთი“, - ბრძანა უწმიდესმა.

„რუსთავი 2“-ის ინტერვიუ და თარგმანი

ანო თორელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42