ბიომეტრული მონაცემების მქონე პასპორტების გაცემა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც დაიწყება
საზოგადოება - 10:23, 04 Aug, 2014     1524

ბიომეტრიული პასპორტების გაცემაზე საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებების მიღება 10 აგვისტოდან განახლდება. ინფორმაციას იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ.

„ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს არაბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტების ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტებით სრულად ჩანაცვლება. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ტიპის პასპორტები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე გაიცემა. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის პასპორტების გაცემაზე გადასვლა.

ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ტექნიკური და პროგრამული საშუალებების საბოლოო გამართვა და ადამიანური რესურსის გადამზადება, რის გამოც საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოებში პასპორტების გაცემაზე მოქალაქეთა განაცხადებების მიღება შეჩერებულია 2014 წლის 10 აგვისტომდე.

10 აგვისტოდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში განახლდება განაცხადების მიღება და მოხდება მხოლოდ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის მქონე პასპორტების გაცემა. კანონის თანახმად, ბიომეტრული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის ან ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისგან ბიომეტრული მონაცემების მიღება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო თხოვნით მიმართავს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდნონ საზღვარგარეთ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის მქონე პასპორტების გაცემის პროცესში, პირველ ეტაპზე წარმოქმნილ შესაძლო შეფერხებებს.

სრული ინფორმაცია, საზღვარგარეთ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის მქონე პასპორტების მიღების თაობაზე განთავსებული იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდებზე“, - ნათქვამია სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42