ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი - ირანელი ქართველი ანდრო ნაგელიანი
საზოგადოება - 16:27, 03 Aug, 2014     3178
,,ჩემო ძვირფასებო, ჩემო დებო და ძმებო, ჩემო ქართველებო, მოგესალმებით შორეული ირანიდან ყველას, ვინც საქართველოში ან მის გარეთ ცხოვრობთ. უპირველესად მინდა გითხრათ, რომ ყველანი უსაზღვროდ მიყვარხართ და მე თვითონ მახარებს ეს სიყვარული. ახლა კი, რაღაც მინდა გიამბოთ. ამ დღეებში ჩემ ცხოვრებაში საინტერესო მოვლენა მოხდა და მინდა გაგიზიაროთ. რამოდენიმე ხანია, რაც საქართველოში თავისი თანაფესვებისთვის ახალი კანონი ჩამოყალიბდა და ყველა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველს შეუძლიათ მიიღონ თანამემამულის სტატუსი.

ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია თუ ჩემი სამშობლო ქართველად მაღიარებს და ჩემი ქართველობის დამადასტურებელ საბუთსაც მომანიჭებს. ამ სურვილით ანთებულმა საჭირო საბუთები შევაგროვე, დიდი სიხარულით ჩავაბარე სტატუსის მისაღებად. იქ მითხრეს, რომ 80 დღეში პასუხს გამცემდნენ. დღეებს ვითვლიდი და მოუთმენლად ველოდი ამ ვადის გასვლას.

სწორედ ამ დღეებში დადგა პასუხის მიღების დრო და მე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ჩემი სამშობლო ქართველად მაღიარებდა, უარს არ მეტყოდა და სახელმწიფო ამ სტატუსს მომანიჭებდა. ცოტა ხნის წინ ერთ თბილისელ მეგობარს, ირანში-თეირანში ვუმასპინძლე. იმ საღამოს ჩემს სტუმართან ერთად ინეტრნეტში პასუხი მოვძებნეთ და ვნახე, რომ ჩემთვის უარი უთქვამთ თანამემამულის სტატუსის მონიჭებაზე. გული დამწყდა და ძალიან მეტკინა კიდეც. ჩემი შეგნებული ცხოვრების 12 წელიწადი ქართულ გზაზე დავდიოდი. ირანში ვქართველობდი და ჩემი წარმოშობა მეამაყებოდა. არასდროს ჩამითვლია თავი უცხოდ საქართველოსთვის და უცებ უარი მივიღე თანამემამულეობაზე. უარი მითხრეს ქართველად აღიარებაზე. ამის თქმა იქნებ ადვილია, მაგრამ განცდაა ძნელი. არ ვიცი როგორ გამიგებთ, ან როგორ მიხვდებით ჩემი გულის ტკივილს.

მაგრამ მერე სხვაგვარად შევეცადე ყველაფრისთვის შემეხედა და სხვაგვარი ახსნა მიმეცა. იქნებ ის, რასაც მე ჩემს ქართველობას ვუწოდებ არ არის ნაღდი ქართველობა და არც საკმარისია იმისთვის, რომ ჩემმა სამშობლომ ქართველად მცნოს და ამის ღირსად ჩამთვალოს. თუ ასე ვიფიქრებ და ამგვარად ავხსნი ამ უარს-გულისწყვეტა ნაკლები მექნება და ვიფიქრებ, რომ ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი. მეცოდინება, რომ ბრძოლა გრძელდება და ამის შემდეგ უფრო მეტად ვიქართველებ და მეტად ვეცდები მოვემსახურო ჩემს სამშობლოს და იქნებ მისი ღირსეული შვილობა შევძლო და თანამემამულედ და ქართველად აღიარებაც მივიღო.

ჩემო ქართველებო - ყველას დებად და ძმებად რომ გთვლით და თქვენით ვხარობ, მინდა იცოდეთ, რომ ჩემი პრინციპი ასეთია - თუ საქართველოში კარიდან არ შემიშვებენ, ფანჯრიდან შევალ… მინდა იცოდეთ, რომ სამშობლო ჩემთვის სიტყვა არაა და ქართველობა სტატუსი. ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი არსი და ჩემი გული. ასე, რომ ეს უარი მე არ მაფერხებს და პირიქით, უფრო აძლიერებს ჩემს ქართველობას და ჩემს ისედაც უკიდეგანო სიყვარულს ჩემი სამშობლოსადმი“, - წერს ანდრო ნაგელიანი ,,ფესიბუქის“ გვედზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42